,,ექსტრადაციის შესახებ” ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,ექსტრადაციის შესახებ” ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს 1957 წლის ,,ექსტრადაციის შესახებ” ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმი.
2. ოქმის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველო არ უერთდება ოქმის V თავს.
3. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექსტრადაციის საკითხების განხილვა განეკუთვნება საქართველოს გენერალური პროკურატურის კომპეტენციას. ამასთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება არ გამორიცხავს დიპლომატიური არხების გამოყენებას ექსტრადაციის საკითხებთან დაკავშირებით.
4. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე საქართველო იხსნის პასუხისმგებლობას აღნიშნულ ტერიტორიებზე ,,ექსტრადაციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
2001 წლის 16 თებერვალი.
№731–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ექსტრადაციის შესახებ” ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „,,ექსტრადაციის შესახებ” ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.02.2001.
- როდის იქნა მიღებული „,,ექსტრადაციის შესახებ” ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე“?
- „,,ექსტრადაციის შესახებ” ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე“ მიღებულია 16.02.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №731. სარეგისტრაციო კოდი — 0000.00.00.000000.
- სად არის „,,ექსტრადაციის შესახებ” ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.02.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „,,ექსტრადაციის შესახებ” ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის რატიფიცირების თაობაზე“, №731, 16.02.2001, სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/40756/