,,ექსტრადაციის შესახებ” ევროპული კონვენციის რატიფიცირების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№729
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 27/03/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

,,ექსტრადაციის შესახებ” ევროპული კონვენციის რატიფიცირების თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. რატიფიცირებულ იქნეს 1957 წლის ,,ექსტრადაციის შესახებ” ევროპული კონვენცია.

2. ამ კონვენციის მიზნებისათვის საქართველოს მთავრობა უფლებას იტოვებს განიხილოს საკუთარი მოქალაქეების ექსტრადაციის საკითხი ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით და უარი განაცხადოს მათ ექსტრადაციაზე საზოგადოებრივი მორალის, სახელმწიფოს ინტერესებისა და უსაფრთხოების საფუძველზე.

3. ექსტრადაცია ნებადართული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი ნებისმიერი პირი, საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხოელი, არ იქნება გასამართლებული მომთხოვნი სახელმწიფოს სპეციალური სასამართლოს მიერ ან თუ მისი  ექსტრადაცია მიზნად არ ისახავს მსგავსი სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის ან დაკავების აღსრულებას.

4. საქართველო უფლებას იტოვებს უარი განაცხადოს ნებისმიერი პირის ექსტრადაციაზე ჰუმანიტარულ საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაცემა გამოიწვევს პირის მდგომარეობის გაუარესებას.

5. საქართველო აცხადებს, რომ არ დაუშვებს ისეთი დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის ექსტრადაციას, რომლისთვისაც მომთხოვნ სახელმწიფოში გათვალისწინებულია სიკვდილით დასჯა.

6. ამ კონვენციის მე-6 მუხლის „ბ” პუნქტთან მიმართებაში  ტერმინი „მოქალაქე” იხმარება იმავე მნიშვნელობით, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.

7. კონვენციის 21-ე მუხლის შესაბამისად ტრანზიტის განხორციელების შემთხვევაში კონვენციის მე-11 მუხლი გამოყენებულ იქნება MUTATIS MUTANDIS.

8. 21-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებაში საქართველო უფლებას იტოვებს უარი განაცხადოს ტრანზიტის დაშვებაზე იმ უფლებებით, რომლებითაც ნებას რთავს ექსტრადაციას.

9. ამ კონვენციის 23-ე მუხლთან მიმართებაში თუ ექსტრადაციის მოთხოვნა და შესაბამისი მასალები არ არის შედგენილი ქართულ ენაზე, მათ თან უნდა ერთვოდეს ინგლისურ- ან რუსულენოვანი თარგმანი.

10. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქციის სრულ აღდგენამდე საქართველო იხსნის პასუხისმგებლობას აღნიშნულ ტერიტორიებზე ამ კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე              ზურაბ ჟვანია.

თბილისი,

2001 წლის 16 თებერვალი.

№729-IIს