ქურთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2018 წლის 3 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
დანართი №1
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
განისაზღვროს ქურთისს მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 2,125,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გადასახადები 0,0 ათასი ლარის ოდენობით.
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის გრანტები 2,125,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 0,0ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ხარჯები 2,125,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
1. განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 0,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
ბ) განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
1. განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
3. განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
|
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და შემდგომი დონეები), შემდეგი რედაქციით:
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება(პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქურთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა მობილიზება და მათი გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
1.1. ქვეყნის თავდაცვი სუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01)
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქურთის მუნიციპალიტეტში ახორციელებს წვევამდელთა მობილიზებას და უზრუნველყოფს გაწვევის პუნქტამდე მათ ტრანსპორტირებას.
2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
ქურთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება, იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში საცხოვრებელი სახლების იატაკების რეაბილიტაცია და საცხოვრებელი კოტეჯების სახურავების რეაბილიტაციის მიზნით (პროფნასტილის) შესყიდვა, რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.1. კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 03 01)
ქურთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს კომუნალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დევნილთა ჩასახლებებში სასმელი და სანიარვრე სისთემების რეაბილიტაცია,შიდა გზების მოხრეშვა მოშანდაკება, გარე განათების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის ნათურების შესყიდვა. აგრეთვე მუნიციპალიტეტი შეძლებისდაგვარად დაეხმარება იმ დევნილ მოსახლებას, რომელთა ჩასახლებებიც გაზიფიცირებულია, თუმცა უსახსრობის გამო ვერ ხერხდება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების (აბონენტად აყვანა) სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქურთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილების საყოფაცხოვრებო პირობებს.
2.1.1. იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში საცხოვრებელი ბინების სახურავების რეაბილიტაციის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები, კერძოდ:
• ქ. გორის ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი
კოტეჯების სახურავების რეაბილიტაციის მიზნით პროფმასტილის შესყიდვა.
• კარალეთის დევნილთა დასახლებაში რეაბილიტაციის მიზნის ლამინირებული იატაკის შესკიდვა.
2.1.2. იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის სხვადასხვა ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები, კერძოდ:
• დევნილთა დასახლებაში სასმელო და სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
• მცხეთისა და გორის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებებში შიდა ზების მოხრეშვა მოშანდაკება.
• დევნილთა ჩასახლებაში წყლის საქაჩი ტუმბოების შეძენა შეცვლა დამონთაჟება აგრეთვე სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია და კანალიზაციის გარე გაყვანილობის ქსელის მოწყობითი სამუშაოები.
• გორის მუნიციპალიტეტის სკრის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები დევნილი ოჯახებისათვის სველი წერტილიების მოსაწყობად (გარე საპირფარეშოების) საამშენებლო მასალების შესყიდვა.
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
ქურთის მუნიციპალიტეტი მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დიდ ყურადღებას ანიჭებს სკოლამდელ აღზრდას. მუნიციპალიტეტი განაგრძობს საგანმანათლებლო ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ბავშვებს შეექმნათ შესაბამისი საფუძვლი მათი შემდგომი განვითარებისათვის.
3.1. სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01)
ქურთის მუნიციპალიტეტის დევნილთა ჩასახლებაში ფუნქციონირებს ორი საბავშვო ბაღი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის საბავშვო ბაღი და დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეტის ალტერნატიული საბავშვო ბაღი, რომელიც ემსახურება 130 აღსაზრდელს. ამ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებისათვის ყველა საჭირო და აუცილებელ ხარჯებს, რაც უზრუნველყოფს აღსაზრდელთა მზაობას სკოლისთვის.
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად, აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება.
4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სპორტული სკოლების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად. უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშო პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. აგრეთვე გაიმართება და დაფინანსდება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. ქურთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ორი სპორტული სკოლა.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული სკოლების ხელშეწყობა:
4.1.1. კრივისა და ჭიდაობის სპორტული სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01 01)
ამ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს სპორტული სკოლის ფუნქციონირებას, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
2019 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და ღონისძიებები. სკოლაში ფიზიკურ მომზადებას გადის 50 სპორტსმენი რომლების ასევე ჩაბმულნი არიან საქართველოს მაშტაბით სხვადასხვა შეჯიბრებებში და წარმატებებიც ბევრი აქვთ.
4.1.2 საფეხბურთო სკოლა „აჩაბეთი“(პროგრამული კოდი 05 01 02)
ამ პროგრამოს ფარგლებში საფეხბურთო სკოლაში სპორტს ეუფლება 80 მოსწავლე და ფუნქციონირებს ფეხბურთის გუნდი რომელიც დაფინანსებას იღებსსაქართველოს ფედერაციის ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობის ფონდიდან, გუნდი მონაწილეობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გამართულ სხვადასხვა ჩემპიონატებში და აქვთ კარგი წარმატებებიც.
4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
ქურთის მუნიციპალიტეტი აქტიურად უწყობს ხელს კულტურის განვითარებას, ტრადიციების დაცვას და მის ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელისშეწყობა და მათში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
4.2.1. კულტურული დაწესებულებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01)
მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებს მუსიკალური სკოლა „ჰარმონია“ სკოლაში მუსიკალურ განათლებას იღებს 52 მოსწავლე, სკოლა არის ექვს წლიანი და მოსწავლეები სკოლის დამთავრების შემდეგ იღებენ შესაბამის განათლებას. მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს სკოლის ფუნქციონირებისათვის ყველა საჭირო ხარჯებს.
4.2.2 ქურთის მუნიციპალიტეტში ფუნქციონერებს გაძეთი“ხეობის მაცნე“(პროგრამული კოდი 05.02.01)
გამოდის ყოველთვიური საინფორმაციო ჟურნალი რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩასახლებულ დევნილებს მიეწოდება უფასოდ და აწვდის მათთვის საჭირო ინფორმაციას, ქურთის მუნიციპალიტეტში განსახორციებელ ყველა სიახლეების შესახებ. აღნიშნულ ღონისძიებებს ხელს უწყობს და მთლიანად აფინანსებს მუნიციპალიტეტი.
4.2.2. ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა ექსკურსიები, გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას.
5.1. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
5.1.1. მრავალშვილიანთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 01 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში 200 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიგებენ ქურთის მუნიციპალიტეტიდან გადაადგილებული ის დევნილი ოჯახები რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი (აქედან ერთი მაინც 18 წლამდე)
5.1.2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 01 02)
ქვეპროგრამის მიზანია, ავადმოფთა და შზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დახმარება. ქვე პროგრამის ფარგლებსი დაფინანსდება ქურთის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები ავადმოფი და შეზღუდული შესაზლებლობის ის მოქალაქეები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში, ერთჯერადად ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ნაწილობრივ დაუფინანსდებათ გეგმური და ურგენტული ოპერაციები. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოქალაქის ფაქტობრივად გადახდილი თანხის სრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 250 ლარისა, ხოლო ონკოლოგიურ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მიიღებენ ერთჯერადად 200 ლარს.
5.1.3. 80 წლის და 80 წელს გადაცილებული მოხუცების დახმარება ( პროგრამული კოდი 06 01 03)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი 80 წლის და 80 წელს ზემოთ ასაკის პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, პროგრამის ბენეფიციარებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების მოცულობა შეადგენს – 200 ლარს.
5.1.4. სარიტუალო ღონისძიებები( პროგრამული კოდი 06 01 04)
ქვეპროგრამის ფარგლებსი დაფინანსდება ქურთის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები გარდაცვლილ ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის ხარჟები თვითოეულ ბენეფიციალზე ერთჯერადად გაიცემა 500 ლარი.
5.1.5. დევნილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 06)
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქურთის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესებას, აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ქურთის მუნიციპალიტეტიდან დევნილი ოჯახებისთვის სასურსათო დახმარების გაწევას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების შესაბამისად:
• ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ დევნილთა ის ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ქურთის მუნიციპალიტეტში და ჩასახლებული არიან დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში;
• სასურსათო დახმარების მოცულობას განსაზღვრავს გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი;
• გადასაცემი დახმარების მოცულობა თითოეული ოჯახისათვის განისაზღვრება თანაბარი ოდენობით;
• დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს.
• ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ცხოვრობენ კომპაქტურ ჩასახლებებში,ერთჯერადად ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ სოციალური პროგრამის ფრგლებში სასურსათო კალათის ნაცვლად, ფულადი დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით.
• ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარება გაეწევათ სტიქიური და სხვა უბედურობის შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს, თითოეულს არაუმეტეს ხუთასი ლარისა.
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით,თანდართული რედაქციით:
ათასი ლარი
|
ქურთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით.
ქურთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ და ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.
საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 82-ე მუხლის თანახმად ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს ქურთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
დაუშვებელია, იმ პროგრამებისა და ქვეპროგრამების დაფინანსება, რომლებზეც 2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით ასიგნებები არ არის გათვალისწინებული. საჭიროების შემთხვევაში ამ პროგრამებში ასიგნებების გადატანას და მათ ამოქმედებას ამტკიცებს ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია მიზნობრივი ასიგნებები.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქურთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მიზნობრივი ტრანსფერი – 90.0 ათასი ლარიდან, მიიმართოს: „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 73,5 ათ. ლარი, ხოლო გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა სარიტუალო მომსახურებისათვის 16,5 ათ. ლარი.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.