თავი XI — პროკურატურის თანამშრომლის ფიცი, ინტერესთა და თანამდებობრივი შეუთავსებლობა
1. პროკურატურის თანამშრომლის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო დაწესებულების ან მუნიციპალიტეტის ორგანოს ნებისმიერ თანამდებობასთან, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობასთან ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობებისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნა პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნა გათვალისწინებულია მისი შრომითი ხელშეკრულებით.
2. პროკურატურის თანამშრომელს უფლება აქვს, იმავდროულად ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან/და შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა პროკურატურის სისტემაში.
3. პროკურატურის თანამშრომელი (გარდა პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას.
4. პროკურატურის თანამშრომელს უფლება არა აქვს, გამოიყენოს თანამდებობა ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით და მიიღოს ეს სიკეთე.
5. პროკურატურის თანამშრომელს უფლება არა აქვს, იყოს რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის წარმომადგენელი ან რწმუნებული, ან განახორციელოს წარმომადგენლობა ან დაცვა სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ამ ფიზიკური პირის მეურვე, მზრუნველი ან მხარდამჭერია ან შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელია.
6. პროკურატურის თანამშრომელს (გარდა პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) ეკრძალება შეკრებაში მონაწილეობა, გაფიცვის მოწყობა ან გაფიცვაში მონაწილეობა.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6869 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.
თავი XII
საპროკურორო აქტე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 30.11.2023 ორგანული კანონი №3885
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6869
წინა რედაქცია (13.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 45. ინტერესთა და თანამდებობრივი შეუთავსებლობა 1. პროკურატურის თანამშრომლის თანამდებობა შეუთავსებელია სხვა სახელმწიფო დაწესებულების ან ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობიტეტის ორგანოს ნებისმიერ თანამდებობასთან, ასგრეთვე სამეწარმეო საქმიანობასთან ან სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობებისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნა პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნა გათვალისწინებულია მისი შრომითი ხელშეკრულებით. 2. პროკურატურის თანამშრომელს უფლება აქვს, იმავდროულად ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად სამუშაოს ან/და შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა პროკურატურის სისტემაში. 3. პროკურატურის თანამშრომელი (გარდა პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას. 4. პროკურატურის თანამშრომელს უფლება არა აქვს, გამოიყენოს თანამდებობა ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით და მიიღოს ეს სიკეთე. 5. პროკურატურის თანამშრომელს უფლება არა აქვს, იყოს რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის წარმომადგენელი ან რწმუნებული, ან განახორციელოს წარმომადგენლობა ან დაცვა სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ამ ფიზიკური პირის მეურვე, მზრუნველი ან მხარდამჭერია ან შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელია. 6. პროკურატურის თანამშრომელს (გარდა პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) ეკრძალება შეკრებაში მონაწილეობა, გაფიცვის მოწყობა ან გაფიცვაში მონაწილეობა. თავი XII საპროკურორო აქტები