1.
პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის), პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის არჩევითი ორგანოების უფლებამოსილი წარმომადგენლები შრომითი კოლექტივის სახელით აწარმოებენ მოლაპარაკებას დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების (კავშირის, ასოციაციის), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილ წარმომადგენლებთან, დებენ კოლექტიურ ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს და აკონტროლებენ მათ შესრულებას ამ ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) დადგენილი წესით.
2. დამსაქმებელი, დამსაქმებელთა გაერთიანება (კავშირი, ასოციაცია), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო ვალდებული არიან პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციასთან, პროფესიულ კავშირთან, პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან (ასოციაციასთან) აწარმოონ მოლაპარაკება შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, თუ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია, პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) გამოიჩენს მოლაპარაკების წარმოების ინიციატივას, და შეთანხმების შემთხვევაში დადონ კოლექტიური ხელშეკრულებები (შეთანხმებები).
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6870- ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6870
წინა რედაქცია (14.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების, კოლექტიური ხელშეკრულების (შეთანხმების) დადების და მისი შესრულების კონტროლის უფლებები 1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის), პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის არჩევითი ორგანოების უფლებამოსილი წარმომადგენლები შრომითი კოლექტივის სახელით აწარმოებენ მოლაპარაკებას დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების (კავშირის, ასოციაციის), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობიტეტის ორგანოების უფლებამოსილ წარმომადგენლებთან, დებენ კოლექტიურ ხელშეკრულებებს (, შეთანხმებებს) და აკონტროლებენ მათ შესრულებას აღნიშნულიმ ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) დადგენილი წესით. 2. დამსაქმებელი, დამსაქმებელთა გაერთიანება (კავშირი, ასოციაცია), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო ვალდებული არიან პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციასთან, პროფესიულ კავშირთან, პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან (ასოციაციასთან) აწარმოონ მოლაპარაკება შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, თუ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია, პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) გამოიჩენს მოლაპარაკების წარმოების ინიციატივას, და შეთანხმების შემთხვევაში დადონ კოლექტიური ხელშეკრულებები (შეთანხმებები).