„პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ორგანული კანონი (1)
- პროფესიული კავშირების შესახებ 30.11.2018
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონი |
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პროფესიული კავშირების, პროფესიული კავშირების გაერთიანებების (ასოციაციების) ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან (კავშირებთან, ასოციაციებთან), სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.“.
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისგან, მუნიციპალიტეტის ორგანოებისგან, დამსაქმებლებისგან, დამსაქმებელთა გაერთიანებებისგან (კავშირებისგან, ასოციაციებისგან), პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციებისგან, არ არის მათ წინაშე ანგარიშვალდებული და არ ექვემდებარება მათ კონტროლს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
3. მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს მის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, აგრეთვე დამსაქმებლების, დამსაქმებელთა გაერთიანებების (კავშირების, ასოციაციების) და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებების წინაშე დასმული საკითხების და მათთვის წარდგენილი წინადადებების განხილვაში.“.
4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის), პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის არჩევითი ორგანოების უფლებამოსილი წარმომადგენლები შრომითი კოლექტივის სახელით აწარმოებენ მოლაპარაკებას დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების (კავშირის, ასოციაციის), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილ წარმომადგენლებთან, დებენ კოლექტიურ ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს და აკონტროლებენ მათ შესრულებას ამ ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) დადგენილი წესით.“.
5. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. ინფორმაციის მიღება და განხილვა
პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, საწარმოს ადმინისტრაციისგან, დამსაქმებლისგან, დამსაქმებელთა გაერთიანებისგან (კავშირისგან, ასოციაციისგან), სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოსგან მიიღოს და განიხილოს მისი საწესდებო საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ინფორმაცია შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“.
6. 21-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პროფესიული კავშირის დამსაქმებელთან, დამსაქმებელთა გაერთიანებასთან (კავშირთან, ასოციაციასთან), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან და სხვა წარმომადგენლობით ორგანოებთან ურთიერთობები“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) დამსაქმებელთან, დამსაქმებელთა გაერთიანებასთან (კავშირთან, ასოციაციასთან), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობები რეგულირდება სოციალური პარტნიორობის საფუძველზე მათ შორის დადებული კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან (კავშირებთან, ასოციაციებთან) და სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს ერთობლივი ღონისძიებები მისი საწესდებო ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6870-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 1. კანონის მიზნები
- მუხლი 5. პროფესიული კავშირის დამოუკიდებლობა
- მუხლი 10. მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობის უფლება
- მუხლი 12. კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების, კოლექტიური ხელშეკრულების (შეთანხმების) დადების და მისი შესრულების კონტროლის უფლებები
- მუხლი 14. ინფორმაციის მიღება და განხილვა
- მუხლი 21. პროფესიული კავშირის დამსაქმებელთან, დამსაქმებელთა გაერთიანებასთან (კავშირთან, ასოციაციასთან), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან და სხვა წარმომადგენლობით
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს ორგანული კანონი „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.07.2020.
- როდის იქნა მიღებული „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №6870-რს. სარეგისტრაციო კოდი — 040040010.04.001.017973.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №6870-რს, 15.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 040040010.04.001.017973 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4922874/