1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) იცავს და წარმოადგენს პროფკავშირის წევრთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და ინტერესებს.
2. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი ორგანოების მიერ შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების წინასწარ განხილვაში, შეიმუშაოს ალტერნატიული წინადადებები.
3. პროფესიული კავშირი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს წარუდგენს წინადადებებს ცხოვრების დონის ძირითადი კრიტერიუმებისა და კომპენსაციების განსაზღვრის შესახებ.
4. პროფესიული კავშირი იცავს პროფკავშირის წევრთა უფლებებს, თავისუფლად გამოიყენონ შრომითი შესაძლებლობები, აირჩიონ პროფესია, მიიღონ შრომის სამართლიანი ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობით მაინც.
5. დამსაქმებლები, დამსაქმებელთა გაერთიანებები (კავშირები, ასოციაციები) შესაბამისი პროფესიული კავშირის მონაწილეობით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აწესებენ შრომის ნორმებს, შრომის ანაზღაურების სისტემებს, მატერიალური წახალისების ფორმებს, სატარიფო განაკვეთებისა და სარგოების ოდენობებს, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე აისახება კოლექტიურ ხელშეკრულებასა და დარგობრივ (სატარიფო) შეთანხმებაში.
6.
პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს მის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, აგრეთვე დამსაქმებლების, დამსაქმებელთა გაერთიანებების (კავშირების, ასოციაციების) და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებების წინაშე დასმული საკითხების და მათთვის წარდგენილი წინადადებების განხილვაში.
7. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) ხელმძღვანელი ორგანოები მუშაკთა შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ უფლებებთან და ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) გათვალისწინებული პირობების დაცვით.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6870- ვებგვერდი, 28.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.07.2020 ორგანული კანონი №6870
წინა რედაქცია (14.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობის უფლება 1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) იცავს და წარმოადგენს პროფკავშირის წევრთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და ინტერესებს. 2. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი ორგანოების მიერ შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების წინასწარ განხილვაში, შეიმუშაოს ალტერნატიული წინადადებები. 3. პროფესიული კავშირი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს წარუდგენს წინადადებებს ცხოვრების დონის ძირითადი კრიტერიუმებისა და კომპენსაციების განსაზღვრის შესახებ. 4. პროფესიული კავშირი იცავს პროფკავშირის წევრთა უფლებებს, თავისუფლად გამოიყენონ შრომითი შესაძლებლობები, აირჩიონ პროფესია, მიიღონ შრომის სამართლიანი ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობით მაინც. 5. დამსაქმებლები, დამსაქმებელთა გაერთიანებები (კავშირები, ასოციაციები) შესაბამისი პროფესიული კავშირის მონაწილეობით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აწესებენ შრომის ნორმებს, შრომის ანაზღაურების სისტემებს, მატერიალური წახალისების ფორმებს, სატარიფო განაკვეთებისა და სარგოების ოდენობებს, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე აისახება კოლექტიურ ხელშეკრულებასა და დარგობრივ (სატარიფო) შეთანხმებაში. 6. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს მის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგმუნილობრცივი თვითმმპართველობიტეტის ორგანოების, აგრეთვე დამსაქმებელთაების, დამსაქმებელთა გაერთიანებების (კავშირების, ასოციაციების) და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებების წინაშე დასმული საკითხების და მათთვის წარდგენილი წინადადებების განხილვაში. 7. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) ხელმძღვანელი ორგანოები მუშაკთა შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ უფლებებთან და ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) გათვალისწინებული პირობების დაცვით.