ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:
ა) ყველა საქართველოს მოქალაქეზე და პროფკავშირის წევრზე, საქართველოში მცხოვრებ უცხოელსა და მოქალაქეობის არმქონე პირზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა სახის საწარმოზე, დაწესებულებაზე, ორგანიზაციაზე, პროფესიულ კავშირზე, პროფესიული კავშირების გაერთიანებაზე (ასოციაციაზე);
გ) საქართველოს საზღვრების გარეთ არსებულ საქართველოს პროფესიული კავშირების ორგანიზაციებზ