📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.12.2018
ძალაში შესვლა 15.01.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-1008
სარეგისტრაციო კოდი 340050000.22.023.016554
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/12/2018
matsne.gov.ge 653 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.12.2018 მიღება
15.01.2019 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 13.12.2018 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 17.02.2015 „გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 25.09.2024 ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 19.02.2018 ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 84% 07.09.2021

დოკუმენტის ტექსტი

დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-1008 2018 წლის 13 დეკემბერი ქ. თბილისი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის 33​6 მუხლის 1​2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი“. მუხლი 2🔗 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ღვინისა და ღვინის ბრენდის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლისა და დადგენის წესის“ და „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ღვინის ბრენდის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 20 თებერვლის №2-37 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოებაზე სახელმწიფო კონტროლის მიზანია ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოების სფეროში ღვინის კომპანიების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტში“ (შემდგომში – საქპატენტი) რეგისტრირებული წარმოების სპეციფიკაციით, განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. მუხლი 2🔗. სახელმწიფო კონტროლი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების სპირტიანი სასმელის, დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სპირტიანი სასმელის წარმოების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტო. მუხლი 3🔗. სახელმწიფო კონტროლის ობიექტები სახელმწიფო კონტროლის ობიექტებია: ა) ყურძნისა და ღვინის წარმოების ადგილი; ბ) ვაზის ჯიში; გ) ყურძნის მაქსიმალური მოსავალი ერთი ჰექტრიდან; დ) ღვინის მაქსიმალური გამოსავლიანობა ერთი ტონა ყურძნიდან; ე) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების ნაშთები და მათი წარმოების ტექნოლოგიური პროცესები; ვ) გამოყენებული მასალები და ნივთიერებები; ზ) ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის წესით გათვალისწინებული დოკუმენტაცია; თ) ლაბორატორიული ჟურნალები. მუხლი 4🔗. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილების მინიჭებისა და საქმიანობის წესი 1. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილების მინიჭება ხორციელდება სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. 2. ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს: ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი პირის ან პირების (შემდგომში – უფლებამოსილი პირი) სახელი, გვარი, თანამდებობა; ბ) ღვინის კომპანიის დასახელება, რომლის საქმიანობაზეც უნდა განხორციელდეს სახელმწიფო კონტროლი; გ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზანი და ობიექტები; დ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ვადა. 3. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს: ა) შეამოწმოს: ა.ა) ვენახის ადგილმდებარეობა და ვაზის ჯიში; ა.ბ) ღვინისა და სპირტიანი სასმელების ნაშთები, მათი წარმომავლობა, წარმოების საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესები, აგრეთვე, გამოყენებული მასალები და ნივთიერებები; ბ) გაეცნოს ვენახის ტექნოლოგიურ ჟურნალებს, ჩანაწერებს (ჩეკ ლისტებს). 4. უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) შეამოწმოს მხოლოდ ბრძანებით განსაზღვრული ობიექტები; ბ) იხელმძღვანელოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მოქმედი წარმოების წესებით, რეგლამენტებით და „საქპატენტში“ რეგისტრირებული წარმოების სპეციფიკაციებით. გ) შედეგები ასახოს სახელმწიფო კონტროლის აქტში – დანართ №1-ში. მუხლი 5🔗. ღვინის კომპანიის ვალდებულება ღვინის კომპანია ვალდებულია ხელი შეუწყოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ პირს სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებაში და წარუდგინოს მოთხოვნილი მონაცემები. მუხლი 6🔗. სახელმწიფო კონტროლის შედეგები სახელმწიფო კონტროლის შედეგების საფუძველზე სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას: ა) ღვინის კომპანიის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ბ) სერტიფიკატის გაცემის ან სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; გ) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების გამოყენების უფლების მქონე პირის „საქპატენტში“ რეგისტრაციის შესახებ; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის გატარების თაობაზე. დანართი №1 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტო  სახელმწიფო კონტროლის  ა ქ ტ ი № ქალაქი (სოფელი)                                                                       ______________ 20  _ წელი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პირი (პირები):  __________________________ _____________________________________________________________________________________ სახელმწიფო  კონტროლის განხორციელების საფუძველი: სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება №__ -- _________20_ წ. ღვინის კომპანია: _____________________________________________________________________ სახელმწიფო კონტროლის ობიექტები: 1.____________________________________________________________________________________  2.____________________________________________________________________________________     3.____________________________________________________________________________________ 4.____________________________________________________________________________________  შემოწმებით (სახელმწიფო კონტროლით) დადგინდა:  1. ___________________________________________________________________________________ 2. ___________________________________________________________________________________ დასკვნა გატარებული ღონისძიება: ხელმომწერი პირი: