ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-1009 |
|
2018 წლის 13 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონის 336 მუხლის 12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
2. ეს წესი ადგენს სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების პრინციპებს, ობიექტებს და განმახორციელებელი პირის უფლება- მოვალეობებს.
2. ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ღვინის ეროვნული სააგენტო (შემდგომში-სააგენტო).
2. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტში მითითებული უნდა იყოს:
ა) ზედამხედველობის განმახორციელებელი პირ(ებ)ის (შემდგომში-უფლებამოსილი პირი) სახელი, გვარი, თანამდებობა;
ბ) ღვინის კომპანიის (იურიდიული და ფიზიკური პირი) დასახელება;
გ) იმ ობიექტის დასახელება, რაზედაც უნდა განხორციელდეს ზედამხედველობა. ეს ობიექტებია:
გ.ა) ვაზის ჯიში;
გ.ბ) ვაზის საძირეთა და სანამყენეთა სადედეები;
გ.გ) ვაზის სამყნობი და სარგავი მასალა;
გ.დ) ღვინის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტისა და სპირტიანი სასმელების ნაშთები და მათი წარმოების ტექნოლოგიური პროცესები;
გ.ე) მეღვინეობაში გამოყენებული მასალები და ნივთიერებები;
გ.ვ) ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის წესით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;
გ.ზ) ლაბორატორიული ჟურნალები.
დ) ზედამხედველობის განხორციელების ვადა.
3. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს შეამოწმოს:
ა) საძირეთა და სანამყენეთა სადედეები, სამყნობი და სარგავი მასალები, მათი წარმოების პროცესები და შესაბამისი ჩანაწერები;
ბ) ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვის წესით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;
გ) ლაბორატორიული ჟურნალები;
დ) ღვინის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის და სპირტიანი სასმელების ნაშთები, მათი წარმომავლობა, წარმოების საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესები, გამოყენებული მასალები და ნივთიერებები.
4. უფლებამოსილი პირი ვალდებულია:
ა) შეამოწმოს მხოლოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ზედამხედველობის ობიექტები;
ბ) შემოწმების დროს იხელმძღვანელოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მოქმედი წარმოების წესებით, რეგლამენტებით და ღვინის კომპანიის ტექნოლოგიური ინსტრუქციებით;
გ) სახელმწიფო ზედამხედველობის შედეგები ასახოს სახელმწიფო ზედამხედველობის აქტში - დანართი №1.
ა) ღვინის კომპანიის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;
ბ) სერტიფიკაციის მიზნებისთვის;
გ) დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის.
სახელმწიფო ზედამხედველობის ა ქ ტ ი №
ქალაქი (სოფელი) : „“_____________________________ 20_ წელი
ზედამხედველობის განმახორციელებელი პირი (პირები):
______________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________
ზედამხედველობის საფუძველი: სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი № _______„ “ 20_ წ.
ღვინის კომპანია: _________________________________________________________________________
შემოწმებული ობიექტები:
1. _________________________________________________________________________________________
2. _________________________________________________________________________________________
3. _________________________________________________________________________________________
4. _________________________________________________________________________________________
შემოწმებით დადგინდა:
1. _________________________________________________________________________________________
2. _________________________________________________________________________________________
დასკვნა:
გატარებული ღონისძიება:
ხელმომწერი პირი:
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.02.2022.
- როდის იქნა მიღებული „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ“?
- „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 13.12.2018. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-1009. სარეგისტრაციო კოდი — 340050000.22.023.016555.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 24.02.2022-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.02.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელის, ყურძნისეული წარმოშობის სპირტის, ვაზის სამყნობი მასალისა და ვაზის სარგავი მასალის წარმოების, შენახვისა და რეალიზაციის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის განსაზღვრის შესახებ“, №2-1009, 13.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 340050000.22.023.016555 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4383591/