აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის

2018 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესახებ

საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტი საქმიანობას ახორციელებდა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა თანახმად.   

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე:  

ა) 2018 წლის საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 7 (შვიდი) წერილი, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით – 0;

ბ)  დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა – 7, უარყოფითი პასუხით – 0;

გ) დეპარტამენტს გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს დეპარტამენტში მომუშავე მოხელეთა პერსონალურ მონაცემებს, სტაჟიორთა პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნულ ბაზაზე წვდომა გააჩნიათ დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

დ) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული 7 წერილიდან თემატიკის მიხედვით 3 წერილი ეხებოდა დეპარტამენტის საქმიანობას, 4 – სხვას;

საანგარიშო პერიოდში დეპარტამენტის თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, შესაბამისად არ მომხდარა დისციპლინური სახდელის დადება;

ე) დეპარტამენტმა საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ.

დავით მიქავა          

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა

საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე