ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, წარმოგიდგენთ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშს საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ:
♦ 2018 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე წლის 04 დეკემბრამდე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოვიდა 4 (ოთხი) განცხადება და 08 (რვა) კორესპოდენცია საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, რაზეც წერილობითი პასუხი იქნა გაცემული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ.
♦ საჯარო იფორმაციის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიღებულა.
♦ საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.
♦ საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
♦ საჯარო ინფორმაციის გაცემის შემთხვევაში და აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
♦ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის დამუშავებასთან და გაცემასთან დაკავშირებით რაიმე ხარჯი არ გაუწევია.
♦ გამომდინარე იქედან, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად ის არ გასაჩივრებულა და გასაჩივრებასთან დაკავშირებით ხარჯებიც არ ყოფილა.
საკრებულოს თავმჯდომარე კობახიძე ნატალია