ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02/16118
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 ანგარიში

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულების თობაზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმოგიდგენთ ანგარიშს საჯარო ინფორმაციის შესახებ:

2018 წლის მონაცემებით:

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე შემოვიდა 22 განცხადება;

2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა 22 მოთხოვნა;

3. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია;

4. ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება არ მიუღია;

5. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ;

6. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დახურული სხდომის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია;

7. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო მონაცემთა ბაზების, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია;

8. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ ფაქტს ადგილი არ ჰქონია;

9. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულმა ხარჯებმა შეადგინა 4 ლარი და 95 თეთრი.

საკრებულოს თავმჯდომარე ონიანი ლევანი