სიღნაღის რაიონული სასამართლოს საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე – სასამართლოს აპარატის, კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების (განყოფილება) უფროსი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ნატო კრაწაშვილი .

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.

2018 წლის განმავლობაში სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 15 განცხადება შემოვიდა, მათ შორის: არასამთავრებო ორგანიზაციიდან, სახელმწიფო დაწესებულებებიდან და მასმედიის წარმომადგენელთაგან – 12 განცხადება, მოქალაქეთაგან – 3 განცხადება.

შემოსული განცხადებებიდან 8 მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, 1 მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 2 განცხადება გადაიგზავნა სხვა უწყებაში, 2 განცხადება არ დაკმაყოფილდა, რადგან არ განეკუთვნებოდა საჯარო ინფორმაციას და 2 განცხადებაც ფორმალური გაუმართაობის გამო დაუბრუნდა გამომგზავნს.

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის – ნატო კრაწაშვილის მიერ.

მიმდინარე წელს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ არ შემოსულა არცერთი განცხადება და არ განხილულა არცერთი ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე.

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ნატო კრაწაშვილი

სიღნაღის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი