სიღნაღის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

შესაბამისად საჯარო ინფორმაციის

გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სიღნაღის რაიონული სასამართლოს აპარატის კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების (განყოფილება) უფროსი ნატო კრაწაშვილი, ხოლო 2017 წლის 01 აგვისტოდან აღნიშნული პირის ფუნქციები დაკისრებული აქვს ამავე სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსს, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს - ეკატერინე ხატიაშვილს.

 სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა. შ.

2017 წლის განმავლობაში სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა ,,17” განცხადება, მათ შორის: არასამთავრებო ორგანიზაციიდან, სახელმწიფო დაწესებულებებიდან და მასმედიის წარმომადგენელთაგან 14 განცხადება, მოქალაქეთაგან - 3 განცხადება.

შემოსული განცხადებებიდან ,,17” მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად;

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირების - ნატო კრაწაშვილისა და ეკატერინე ხატიაშვილის მიერ.

მიმდინარე წელს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ არ შემოსულა არცერთი განცხადება და არ განხილულა არცერთი ადმინისტრაციული საჩივარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე.

საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

 

ეკატერინე ხატიაშვილი

სიღნაღის რაიონული სასამართლოში

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის

უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელე