საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „იუსტიციის სახლის“ 2018 წლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2762
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპიუსტიციის სახლის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „იუსტიციის სახლში“ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ანგარიშს:

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სსიპ „იუსტიციის სახლში“ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სულ შემოვიდა 12 განცხადება. აღნიშნული განცხადებებიდან 4 წარმოდგენილ იქნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მხრიდან, 8 − ფიზიკური პირების მიერ.

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა“ და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების შესაბამისად, სსიპ „იუსტიციის სახლში“ უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გამოთხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - MY.GOV.GE - მეშვეობით.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „იუსტიციის სახლში“ არ შემოსულა.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ „იუსტიციის სახლში“ შემოსული განცხადებებიდან

● 7 შემთხვევაში გაიცა საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად;

● 5 განცხადებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინფორმაციის მოძიება-დამუშავება;

● საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

სსიპ „იუსტიციის სახლში“ შემოსული განცხადებები განიხილეს და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილებები მიიღეს სსიპ „იუსტიციის სახლის“ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირებმა თეა გიუნაშვილმა და თიკა ნებიერიძემ.

სსიპ „იუსტიციის სახლის“ სტრუქტურული ერთეულები მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. სსიპ „იუსტიციის სახლში“ დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (დეს) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „იუსტიციის სახლის“ მიერ პერსონალური მონაცემების გაცემა ხორციელდებოდა მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში და კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით.

 სსიპ „იუსტიციის სახლის“ თანამშრომლების მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებთან დაკავშირებით არ გამოვლენილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების ფაქტი.

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით იუსტიციის სახლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არ წარმოშობილა ხარჯები.

გივი აზაურაშვილი                  სსიპ „იუსტიციის სახლის“ დირექტორი