მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციის საჯაროობის 2018 წლის ანგარიშს.
საანგარიშო წლის განმავლობაში:
1. საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით წარედგინა 27 განცხადება. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით საკრებულოსთვის მომართვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. საკრებულოს არ მიუღია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.
2. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 27 შემთხვევაში. გადაწყვეტილება თითოეულ შემთხვევაში მიღებულია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის– საკრებულოს აპარატის უფროსის, გოჩა წოწორიას მიერ. საკრებულოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
3. საჯარო მონაცემთა ბაზებისა და პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის ფაქტები არ ყოფილა.
4. „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დაკისრების არცერთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
5. საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა.