საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში 2018 წელი

 

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის ანგარიშს საჯარო ინფორმაციის გაცემის თავისუფლების შესახებ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, 2018 წლის 1 იანვრიდან 10 ივლისის ჩათვლით შემოსულია 299 განცხადება. აქედან უარი ეთქვა ორ მოთხოვნას, ნაწილობრივი უარი - ორ მოთხოვნას, ხოლო ხუთი მოთხოვნა არ განეკუთვნებოდა სამინისტროს კომპეტენციას. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში 2018 წლის 1 იანვრიდან 10 ივლისის მდგომარეობით, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით, შემოსულია 69 განცხადება. აქედან უარის თქმის შესახებ მიღებულ იქნა ორი გადაწყვეტილება, ორი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ორი განცხადების ნაწილი ეკუთვნოდა სხვა უწყებას და გადაიგზავნა დანიშნულებისამებრ. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირად დადგენილი იყო ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო, დისციპლინური სახდელების დადებას ადგილი არ ჰქონია. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, შესაბამისად ხარჯი არ გაწეულა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, 2018 წლის 11 ივლისიდან 10 დეკემბრის მდგომარეობით სულ შემოსულია 188 განცხადება, საქმისწარმოება მიმდინარეობს 13 განცხადებაზე. აქედან უარი ეთქვა სამ მოთხოვნას, ხოლო ოთხი მოთხოვნა არ განეკუთვნებოდა სამინისტროს კომპეტენციას. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების/დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მიერ, ხოლო მისი არყოფნის პერიოდში მისი მოვალეობის შემსრულებლის მიერ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ფუნქციონირებს ელექტრონული მართვის სისტემა, სადაც ხდება პერსონალური მონაცემების შეგროვება და შენახვა. ხსენებულ ინფორმაციაზე წვდომის უფლება აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება. ასევე, სამინისტროში პერსონალური მონაცემები დაცულია მატერიალური სახით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო, დისციპლინური სახდელების დადებას ადგილი არ ჰქონია.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას სამინისტრო ეყრდნობოდა შემდეგ საკანონმდებლო აქტებს: საქართველოს კონსტიტუციას, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონს, ან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ განეკუთვნებოდა სამინისტროს კომპეტენციის სფეროს ან/და მოთხოვნილი დოკუმენტის ასლი არ იყო დაცული სამინისტროს არქივში.

2018 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გასაჩივრდა ორი გადაწყვეტილება, რომელზედაც სასამართლო პროცესები დღემდე მიმდინარეობს.

მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის

დეპარტამენტის უფროსის მ/შ                                                                              ნინო მამალაძე