საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

 

საჯარო ინფორმაციისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
ა) საკრებულოში შემოსულია საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ 7 მოთხოვნა, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ 1 წერილი, „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრიდან“ 1 წერილი, „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირიდან“ 1 განცხადება, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებიდან“

1 განცხადება, „საქართველოს რეფორმების ასოციაციიდან“ 1 წერილი, „ახალგაზრდა ადვოკატებიდან“ 1 მომართვა, CTC ორგანიზაციიდან 1 განცხადება.

ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობაა 7. გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურე –  საკრებულოს აპარატის უფროსი ილია სიფროშვილი. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. მიღებულია 3 გადაწყვეტილება კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე.

გ) არ მომხდარა საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა.

დ) საჯარო მოსამსახურეების მიერ არ განხორციელებულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევა და შესაბამისად პასუხისმგებელ პირს არ დაკისრებია დისციპლინური სახდელი.

ე) საკრებულოს არ მიუღია გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

ვ) საჯარო ინფორმაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწვეტილება არ არის მიღებული, შესაბამისად საკრებულოს არა აქვს მსგავსი გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევა.

ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები , მათ შორის, მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ  ყოფილა.

 

ოთარ ჩალათაშვილი

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.12.2018.
როდის იქნა მიღებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში“?
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში“ მიღებულია 10.12.2018. მიმღები ორგანო — საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.12.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში“, №0, 10.12.2018 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4390645/