სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტში 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტში 2018 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად გაცნობებთ:
1. სსიპ ს –აერთო სასამართლოების დეპარტამენტში 2018 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თხოვნით შემოვიდა 9 4 განცხადება, მათგან დაკმაყოფილდა 86, არ დაკმაყოფილდა 8.
2. 8 განცხადების არ დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ნიკოლოზ კაპანაძის მიერ.
3. დამუშავდა და შენახულ იქნა 6 პერსონალური მონაცემი.
4. საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის და შესაბამისად პასუხისმგებელი პირისათვის სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
5. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შემდეგი საკანონმდებლო აქტების გათვალისწინებით:
5.2 „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“
5.3 საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
5.4 „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.
6. დეპარტამენტის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
ნ. კაპანაძე