წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიში
 

საქართველოს    ზოგადი    ადმინისტრაციული     კოდექსის    49-ე    მუხლის    შესაბამისად, წარმოგიდგენთ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის ანგარიშს საქართველოს ზოგადი    ადმინისტრაციული    კოდექსის    ინფორმაციის   თავისუფლების    თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე:
ა)    წალკის    მუნიციპალიტეტის    საკრებულოში    საჯარო    ინფორმაციის    გაცემასთან დაკავშირებით შემოსულია 13 განცხადება, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილება არ მიღებულა;
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული 11 მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ორი მოთხოვნა გადაგზავნილი იქნა წალკის მუნიციპალიტეტის მერიაში, ვინაიდან განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა მიეკუთვნებოდა წალკის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას.    გადაწყვეტილება    თითოეულ    შემთხვევაში    მიღებულია    წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის აპარატის უფროსის თამარ ცქიტიშვილის მიერ. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე არცერთი გადაწყვეტილება არ მიღებულა;
დ)    საჯარო    მოსამსახურეთა    მიერ    საქართველოს    კანონის    „საქართველოს    ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ დისციპლინური სახდელი არ დადებულა;
ე) წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით ხარჯები არ გაუწევია.
ი. გიგინეიშვილი