სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2018 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2018 წლის ანგარიში ინფორმაციის საჯაროობის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) 2018 წლის ანგარიშს.

1. ცენტრში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 16 განაცხადი, მათ შორის ფიზიკური პირის 5 განცხადება და იურიდიული პირის 11 წერილი. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით ცენტრისთვის არ მოუმართავთ. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა დაკმაყოფილდა 16 შემთხვევაში სრულად.

2. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევა არ ყოფილა.

3. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 14 გადაწყვეტილება მიღებულია ცენტრის დირექტორის მაკა გვარამიას მიერ, 2 გადაწყვეტილება - ცენტრის დირექტორის მოადგილის ირაკლი ბერეკაშვილის მიერ.

4. პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის და გაცემის დროს ცენტრი ხელმძღვანელობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და „პაციენტთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით.

5. ცენტრის თანამშრომლების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის და პასუხისგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დაკისრების არცერთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

ირაკლი ბერეკაშვილი