სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 2018 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 201 8 წლის ანგარიში
2018 წლის საანგარიშო პერიოდში სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ რეგისტრირებულია 2 განცხადება, ორივე მოთხოვნა იურიდიულ პირს ეკუთვნის,
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში სულ გაცემულია 2 საჯარო ინფორმაცია.
საანგარიშო პერიოდში სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის მხრიდან საჯაროინფორმაციისგაცემისშესახებუარისთქმისთაობაზეარცერთიგადაწყვეტილებაარმიღებულა .
,,საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსაზღვრულია მოსაკრებლის გადახდის გარეშე გამოსათხოვი საჯარო ინფორმაციის მინიმალური ოდენობა, რომლის შესაბამისადაც საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის თაობაზე 2 მოთხოვნა გაცემულ იქნა ასლის მოსაკრებლის გადახდის გარეშე.
სსიპ „საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის“ საჯარო ინფორმაციისპროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი არის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი თამარ მაყაშვილი.
,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილების დანართის მე-2 ნაწილის 2.4პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 დეკემბრის ანგარიში პროაქტიულად გამოქვეყნდება სსიპ საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.olympiccentre.ge საჯარო ინფორმაციის გვერდზე ქვეგანყოფილებაში ,,ზოგადი ინფორმაცია“.
დირექტორი ბორია ფირცხელიანი