საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №35162
2018 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე “შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ და „უ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ფინანსური დეპარტამენტის დებულების ( დანართი №5) :
ა ) მე -3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ “ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ზ 1 “ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ზ 1 ) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის ინტერნეტაუქციონის გზით რეალიზაციას. აღნიშნული საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებით დღგ-ს შესახებ ინფორმაციის საგადასახდო ორგანოში წარდგენას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფას.მალფუჭებადი საქონლის მყიდველისათვის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატის გადაცემას;“;
ბ ) მე -6 მუხლის:
ბ.ა ) პირველი პუნქტის ვ 1 ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ვ 2 “ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
ვ2) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის ინტერნეტაუქციონის გზით რეალიზაცია. ამ მიზნით, შესაბამისი განცხადების/მონაცემების განთავსება ვებგვერდზე ,,www.eauction.ge“. გამოცხადებული ინტერნეტაუქციონის დასრულების პროცესის მონიტორინგი და აღნიშნულის შესახებ ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს ინფორმირება / შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა ;“;
ბ.ბ) მე -2 პუნქტის ,,დ“ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,დ 1 “ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,დ 1 ) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის ინტერნეტაუქციონის გზით რეალიზაციასთან დაკავშირებით დღგ-ს შესახებ ინფორმაციის საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფა. მალფუჭებადი საქონლის მყიდველისათვის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატის გადაცემას. ასევე, ანალიტიკური დეპარტამენტის გადახდევინების უზრუნველყოფის სამმართველოსათვის აუცილებელი ინფორმაციის წარდგენას თანხების მოძრაობასთან/ პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოებასთან დაკავშირებული პროცედურების უზრუნველსაყოფად ;“.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების ( დანართი №10) :
ა ) მე -5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ 1 “ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მ 1 ) ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღებული შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, ქონებაზე, მათ შორის მალფუჭებად საქონელზე ყადაღის დადებას და სალაროდან ნაღდი ფულის ამოღებას. აგრეთვე, ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების ) პროექტის მომზადებას ;“;
ბ ) 11 2 მუხლის:
ბ . ა ) ,,დ “ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) ყადაღადადებული ქონების (გარდა მალფუჭებადი საქონლისა) აუქციონზე რეალიზაციის უფლების მოპოვების მიზნით შესაბამისი მასალების შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაგზავნა ;“;
ბ . ბ ) ,,ვ “ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ( ბრძანების ) პროექტის მომზადება ;“;
ბ.გ) ,,ვ“ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ვ 1 “ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,3 1 ) ყადაღადადებულ მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის/საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების), ასევე მალფუჭებად საქონლზე ყადაღის დადების შესახებ მასალების/ინფორმაციის (რაც აუცილებელია ინტერნეტაუქციონის გამოცხადებისთვის) ფინანსური დეპარტამენტისათვის წარდგენას ;“.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების (დანართი №14) :
ა ) მე -14 მუხლის:
ა . ა ) ,,ე “ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო გირავნობით/ იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან ინტერნეტაუქციონზე მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე ჩარიცხვის შემდგომ, შესაბამის სახაზინო კოდებზე თანხების განაწილება – გადასახადის სახეების მიხედვით ;“.
ა . ბ ) ,,ე “ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ე 1 “ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ე 1 ) ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის თანხის საქონლის მესაკუთრის სახელით ბიუჯეტში გადახდა;“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ვახტანგ ლაშქარაძე
სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი