ყოფილი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს („საქინფორმის“), ამჟამად შპს „საქინფორმის“ ფოტოქრონიკის არქივის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ყოფილი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს („საქინფორმის“), ამჟამად შპს „საქინფორმის“ ფოტოქრონიკის არქივის შესახებ
ყოფილი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს („საქინფორმის“) ფოტოქრონიკის არქივში დაცულია საქართველოს წარსულისა და აწმყოს ამსახველი უმდიდრესი ფოტომასალა, რომლითაც ადრე სხვა საინფორმაციო სააგენტოები სარგებლობდნენ.
„საქინფორმის“ ფოტოქრონიკის არქივი დღეისათვის აღარ ფუნქციონირებს. მისი ფუნქციონირების აღდგენის მიზნით აუცილებელია არქივის ისეთი სახელმწიფო ორგანიზაციისთვის გადაცემა, რომელიც შეძლებს მის მოვლა-პატრონობას.
აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. დაევალოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტთან კონსულტაციის საფუძველზე უზრუნველყოს ყოფილი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს („საქინფორმის“), ამჟამად შპს „საქინფორმის“ ფოტოქრონიკის არქივის გადაცემა იმ სახელმწიფო უწყებისთვის, რომელიც სათანადო პირობებს შექმნის მასში დაცული უნიკალური ფოტომასალის მოვლა-პატრონობისა და ფუნქციონირებისათვის.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2006 წლის 30 ივნისი.
№3406–რს