შპს „საქინფორმის” ფოტოქრონიკის არქივის სახელმწიფო უწყებისათვის გადასაცემად სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №345
2006 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
შპს „საქინფორმის” ფოტოქრონიკის არქივის სახელმწიფო უწყებისათვის გადასაცემად სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
„ყოფილი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს („საქინფორმის”), ამჟამად შპს „საქინფორმის” ფოტოქრონიკის არქივის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 30 ივნისის № 3406-რს დადგენილების შესაბამისად ,,საქინფორმის” ფოტოქრონიკის არქივის სახელმწიფო უწყებისათვის გადაცემის მიზნით:
შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
| ზურაბ ნოღაიდელი | - | საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე |
| კახა ბენდუქიძე | - | საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინა- ციის საკითხებში
|
| გიორგი გაბაშვილი | - | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი |
| გრიგოლ გობეჯიშვილი | - | საქართველოს ფინანსთა მინის- ტრის მოადგილე |
| ალექსანდრე ლომაია | - | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| ირაკლი ჩოგოვაძე | - | საქართველოს ეკონომიკური გან- ვითარების მინისტრი |
| დიმიტრი ძაგნიძე | - | საქართველოს იუსტიციის მინის- ტრის მოადგილე. |
2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტს, მონაწილეობა მიიღოს სამთავრობო კომისიის მუშაობაში.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყონ ექსპერტების ჩართვა კომისიის მუშაობაში.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი