სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2018 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესხებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის  2018 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემის მდგომარეობის შესხებ

საანგარიშო პერიოდში (03.01.2018წ. – 10.12.2018წ.) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა საქმიანობას ახორციელებდა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საფუძველზე,  მათ შორის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების მოთხოვნათა თანახმად.  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად,  წარმოვადგენთ ანგარიშს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე: ა) საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 1 (ერთი) წერილი, საჯარო ინფორმაციის შესწორების შეტანის მოთხოვნით - 0; ბ) დადებითი პასუხით დაკმაყოფილდა 1 (ერთი) წერილი, ხოლო უარყოფითი პასუხით 0; გ) წარმომადგენლობამ ყველა შემთხვევაში საჯარო ინფორმაცია გასცა უსასყიდლოდ;  დ)  საანგარიშო პერიოდში წარმომადგენლობის თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები,  შესაბამისად არ მომხდარა დისციპლინური სახდელის დადება; ე)  წარმომადგენლობას გააჩნია წარმომადგენლობის მოხელეთა პერსონალური მონაცემების, კონკურსანტთა და სტაჟიორთა პერსონალური მონაცემების შემცველი ბაზა, ასევე, ბაზა რომელიც შეიცავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა პერსონალურ მონაცემებს. ზემოაღნიშნულ ბაზებზე წვდომა გააჩნიათ წარმომადგენლობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პასუხისმგებელ პირებს); ვ) საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაზე უფლებამოსილი საჯარომოხელეა - სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის აპარატის უფროსი - ბესიკ გეგია.