,,ევროპის კავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის სამხრეთ კავკასიაში ევროპის კავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და მისი დამხმარე ჯგუფის სტატუსის შესახებ საქართველოში“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
,,ევროპის კავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის სამხრეთ კავკასიაში ევროპის კავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და მისი დამხმარე ჯგუფის სტატუსის შესახებ საქართველოში“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რატიფიცირებულ იქნეს ბრიუსელის 2006 წლის 12 მაისის შეთანხმება „ევროპის კავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის სამხრეთ კავკასიაში ევროპის კავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და მისი დამხმარე ჯგუფის სტატუსის შესახებ საქართველოში“.
2. ,,ევროპის კავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის სამხრეთ კავკასიაში ევროპის კავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და მისი დამხმარე ჯგუფის სტატუსის შესახებ საქართველოში“ შეთანხმების მე-7 მუხლთან დაკავშირებით საქართველო კისრულობს ვალდებულებას, უზრუნველყოს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და მისი დამხმარე ჯგუფის შეუფერხებელი მიმოსვლა საქართველოს ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებთან, ხოლო საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მათ დაუბრკოლებელ გადაადგილებას.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2006 წლის 24 ივლისი.
№3486–რს