1. მთავრობის თავმჯდომარის დროებით არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მინისტრი მთავრობის თავმჯდომარის დავალებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს უფლება არა აქვს:

ა) თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი;
ბ) განკარგოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება.