2. მთავრობის აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს მთავრობის თავმჯდომარე.

3. მთავრობის აპარატის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე – არაუმეტეს მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით.

4. მთავრობის აპარატის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ბ) მთავრობის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს;

გ) მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს მთავრობის აპარატის საჯარო მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს აპარატის მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

ე) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს მთავრობის სხდომებში, ხელს აწერს მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტებს, აგრეთვე აპარატის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;

ვ) სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის მთავრობის აპარატის სახელით;
ზ) ასრულებს მთავრობის აპარატის დებულებითა და მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. მთავრობის აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომელსაც/რომლებსაც მთავრობის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე/თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან/თანამდებობებიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე. მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 4 ივლისის კანონი №36-რს - ვებგვერდი, 07.07.2025