2. ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებები დაექვემდებარონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს საქვეუწყებო დაწესებულებებად შემდეგნაირად:
ა) საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი – ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს;
ბ) ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი – ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს;
გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო – სოფლის მეურნეობის სამინისტროს;
დ) საარქივო სამმართველო – განათლებისა და სპორტის სამინისტროს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებები წარმოადგენენ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების უფლებამონაცვლე დაწესებულებებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 26 თებერვლის კანონი №26-რს - ვებგვერდი, 26.02.2025