დასახლებული პუნქტების, ქუჩებისა და მოედნების სახელწოდებებთან დაკავშირებით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დასახლებული პუნქტების, ქუჩებისა და მოედნების სახელწოდებებთან დაკავშირებით
საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ შემორჩენილია საბჭოთა, ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელწოდებები დასახლებული პუნქტებისა, ქუჩებისა და მოედნებისა (მაგ., წითელარმიელის ქუჩა, ქედის კომუნის ქუჩა და სხვა).
ცალკეული ქუჩების სახელწოდებები დღემდე უკვდავყოფს ბოლშევიკური, სისხლიანი რეჟიმის აქტივისტებს (მაგ., ენუქიძის, თოდრიას, აფანასიევის, კამოს ქუჩები და სხვა).
XXI საუკუნის საქართველოში ანაქრონიზმია ისეთი სახელწოდებები, როგორებიცაა მიტინგის, დეპოს, ტრაქტორის, საყვირის, ტრიკოტაჟის ქუჩები და მისთანანი.
ხსოვნის კულტურა ერის სულიერი კულტურის ნაწილია. საჭიროა შეიცვალოს დასახლებული პუნქტების, ქუჩებისა და მოედნების ისეთი სახელწოდებები, რომელნიც სრულ დისჰარმონიას ქმნიან ქართული სახელმწიფოს ტრადიციებთან და დღევანდელობასთან.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. რეკომენდაცია მიეცეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, შესაბამის სამთავრობო კომისიასთან შეთანხმებით, 2008 წლის 1 იანვრამდე შეცვალონ დასახლებული პუნქტების, ქუჩებისა და მოედნების ის სახელწოდებები, რომლებიც ქართველ ერს მისი ნების გარეშე მოახვია თავს კომუნისტურმა რეჟიმმა.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ჯ. ინაიშვილი
თბილისი,
2006 წლის 8 დეკემბერი.
№3935–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დასახლებული პუნქტების, ქუჩებისა და მოედნების სახელწოდებებთან დაკავშირებით“?
- დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „დასახლებული პუნქტების, ქუჩებისა და მოედნების სახელწოდებებთან დაკავშირებით“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.12.2006.
- როდის იქნა მიღებული „დასახლებული პუნქტების, ქუჩებისა და მოედნების სახელწოდებებთან დაკავშირებით“?
- „დასახლებული პუნქტების, ქუჩებისა და მოედნების სახელწოდებებთან დაკავშირებით“ მიღებულია 08.12.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3935. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „დასახლებული პუნქტების, ქუჩებისა და მოედნების სახელწოდებებთან დაკავშირებით“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.12.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პარლამენტის დადგენილება „დასახლებული პუნქტების, ქუჩებისა და მოედნების სახელწოდებებთან დაკავშირებით“, №3935, 08.12.2006, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/44206/