სააქციო საზოგადოება „მშენებელის“ ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

     

 

სააქციო საზოგადოება „მშენებლის“ ხმების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერის გადაწყვეტილება
ორი ათას თვრამეტი წლის 21 დეკემბერს სს „მშენებელის“ (ს/კ: 202052492) (შემდგომში – „საზოგადოება“) აქციონერის – შპს „ველაჯიოს“ (ს/კ: 204469413) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის მანანა ჯაფარიძის სახით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მითითებულ საკითხებზე.

ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „მშენებლის“ ჩვეულებრივი სახელობითი აქციების და, შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის 11 პუნქტისა და სს „მშენებლის“ წესდების 3.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.

 დღის წესრიგი: 

1. „საზოგადოების“ მიერ კაპიტალის შემცირების შესახებ.

2. „საზოგადოების“ წესდებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ.

3. ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ.

დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

1. შემცირდეს „საზოგადოების“ კაპიტალი 286,921.8 (ორას ოთხმოცდაექვსი ათას ცხრაას ოცდაერთი მთელი რვა მეათედი) ლარის ოდენობით, „საზოგადოების“ ჩვეულებრივი სახელობითი აქციების ნომინალური ღირებულების შემცირების გზით. თითოეული აქციის ნომინალური ღირებულება განისაზღვროს 0,01 (ნული მთელი ერთი მეასედი) ლარით. შემცირებული კაპიტალის აქციონერებზე განაწილების მიზნით, „საზოგადოების“ აქციონერებმა უნდა მიმართონ „საზოგადოებას“ 2019 წლის 31 იანვრამდე (საზოგადოების გენერალური დირექტორი – ჯემალ სიდამონიძე, ტელ: +995577121503).

2. ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტიდან გამომდინარე, შეტანილ იქნეს ცვლილება „საზოგადოების“ წესდებაში და წესდების 2.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.1. საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია 289 820 (ორას ოთხმოცდაცხრა ათას რვაას ოცი) ცალ ჩვეულებრივ სახელობით აქციად. თითოეული აქციის ნომინალური ღირებულება განისაზღვროს 0,01 (ნული მთელი ერთი მეასედი) ლარით.“.

3. მიენიჭოს უფლებამოსილება „საზოგადოების“ გენერალურ დირექტორს, რათა მან ერთპიროვნულად უზრუნველყოს ამ გადაწყვეტილების (წედებაში შესაბამისი ცვლილებების) რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ასევე ხელი მოაწეროს ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტს/ხელშეკრულებას და შეასრულოს ამასთან დაკავშირებული ყველა საჭირო მოქმედება. წესდებაში შესაბამისი ცვლილებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის და ამ მიზნით ყველა საჭირო ქმედების განხორციელების უფლებამოსილება მიენიჭოს აგრეთვე „აქციონერის“ გენერალურ დირექტორს.

 

სს „მშენებლის“ 92.891095%-იანი აქციონერის

შპს „ველაჯიოს“ გენერალური დირექტორი                                                             მანანა ჯაფარიძე