📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.12.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.155.016309
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/01/2019
matsne.gov.ge 1,291 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (5)
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი გიგინეიშვილი წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
დაბრუნების თარიღი
მოწმობის მიმღები შენიშვნა/აღნიშვნა დუბლიკატის გაცემის შესახებ
გვარი სახელი
სანებართვო მოწმობის № რაოდენობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ 1.  ამ წესით განსაზღვრული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობა (შემდეგში – მოწმობა ) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას , რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ . 2. მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს დუშეთის    მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – მერია), რომელიც მოწმობის შეკვეთას აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 3. მოწმობის ფორმა უნდა შეიცავდეს რელიეფურ დამცავ ბადეს. 4. მოწმობის ფორმა განისაზღვრება თანახმად დადგენილების დანართი №1-ისა. 5. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა დუშეთის   მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს. პასუხისმგებელი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს აბარებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის   უფროსს, შესაბამის მოხსენებით ბარათზე მერის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. 99% 05.06.2020 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 02.02.2018 მშენებლობის სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 23.02.2018 მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობის) დოკუმენტების ტიპური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 27.03.2018 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების ტიპიური ფორმებისა და მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვა – ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 01.04.2015

დოკუმენტის ტექსტი

მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №52 2018 წლის 26 დეკემბერი ქ. წალკა მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 23-ე პუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალკის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული: ა) მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №1); ბ) მშენებლობის სანებართვო  მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №2); გ) მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №3); დ) დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №4); ე) გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობის ჩამოწერის ფორმა (დანართი №5). მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს №38 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 16/08/2011, სარეგისტრაციო კოდი: 330130000.35.155.016044) და „მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2011 წლის 11 აგვისტოს #39 დადგენილება  (www.matsne.gov.ge, 16/08/2011, სარეგისტრაციო კოდი: 330010020.35.155.016045). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი დანართი №1 საქართველო წალკის მუნიციპალიტეტი მშენებლობის სანებართვო მოწმობა  №   1. ნებართვის გაცემის თარიღი:__________________________________________20_ _ წელი 2. ნებართვის ვადის დინების დაწყების თარიღი:_____________________________ 20_ _ წელი 3. ნებართვის მოქმედების ვადა: 20  წლის _______________________________________ - მდე 4. ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები: ____________________________________ ______________________________________________________________________________________ (სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი; იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, იურიდიული მისამართი, სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი) 5. მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები, საკადასტრო კოდი: ___________________________ ___________________________________________________________________________________ 6.  შენობა-ნაგებობის  ადგილმდებარეობის  მისამართი: ______________________________________ ____________________________________________________________________________________ (ან/და ადგილმდებარეობის შეძლებისდაგვარად დაზუსტებული აღწერა მისამართის არარსებობის ან არასრულობის შემთხვევაში) 7. შენობა-ნაგებობის კლასი: ___________________________________________________ 8. შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება და გამოყენების მიზანი: _____________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________________ 9. პროექტი შეთანხმებულია:________________________________________________________ 10. ინფორმაცია დამპროექტებლის შესახებ:____________________________________________                                   (სახელი /დასახელება და საკონტაქტო მონაცემები) ____________________________________________________________________________________ 11. ნებართვის გაცემის საფუძველი: _____________________________________20_ _წლის _______ ________________     ბრძანება ¹_____________ 12. შენობა-ნაგებობის კლასის შესაბამისი სანებართვო პირობები და მშენებლობის პროცესის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები: ___________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ ____________________________________________________________________________________ 13.სანებართვო მოწმობის შევსებაზე უფლებამოსილი   სამსახური:______________________ ______________________________________________________________________________________ 14. მშენებლობის ნებართვის გამცემი პირი: _______________________________________ _____________________________________________________________________________________ (სახელი, გვარი, თანამდებობა) ბ. ა. __________________________________                                                                                                                  (ხელმოწერა) დამკვეთი: წალკის მუნიციპალიტეტი   დამამზადებელი:  სფს-ს რეგისტრაციის №. დანართი №2 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის გამოყენებისადა აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი შემუშავებულია „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე. 2. მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს წალკის მუნიციპალიტეტის მერიის  არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – პასუხისმგებელი პირი) ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის საფუძველზე. მუხლი 2🔗. მშენებლობის სანებართვო მოწმობის დამზადება და მომარაგება 1. ამ წესით განსაზღვრული მშენებლობის სანებართვო მოწმობა (შემდეგში – მოწმობა) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ. 2. მოწმობის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს წალკის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში – მერია), რომელიც მოწმობის შეკვეთას აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. 3. მოწმობის ფორმა უნდა შეიცავდეს რელიეფურ დამცავ ბადეს. 4. მოწმობის ფორმა განისაზღვრება თანახმად დადგენილების დანართი №1-ისა. 5. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა წალკის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – მერი) მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს. პასუხისმგებელი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს აბარებს წალკის მუნიციპალიტეტის მერიის  არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური უფროსს, შესაბამის მოხსენებით ბარათზე მერის რეზოლუციის საფუძველზე, სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. მუხლი 3🔗. სანებართვო მოწმობის გაცემა და დაბრუნება 1. მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს და მოწმობას ხელმოსაწერად ამზადებს წალკის მუნიციპალიტეტის მერიის  არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური (შემდეგში – სამსახური). 2. მოწმობის მიღება-ჩაბარება აღირიცხება სპეციალურ ჟურნალებში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და წალკის  მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით დამოწმებული). ჟურნალის ფორმა განისაზღვრება თანახმად დადგენილების დანართი №3-ისა. 3. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს  „შენიშვნის” გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს. 4. პასუხისმგებელ პირს ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე. 5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს მოწმობის გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის დაბრუნებას, რის შესახებაც სამსახური ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს წალკის მუნიციპალიტეტის მერს. მუხლი 4🔗. სანებართვო მოწმობის შევსება და წარმოება 1. მოწმობა ივსება ლურჯი კალმით. მოწმობაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მოწმობის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი მოწმობა, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ფორმების შევსებაზე პასუხისმგებელი პირი სამსახურის უფროსს მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს იმავე დღესვე. გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) მოწმობის შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით, ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი ადგენს ჩამოწერის აქტს. 2. მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი მოწმობის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი. მოწმობის მეორე ეგზემპლარი რჩება წალკის მუნიციპალიტეტის მერიის  არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურს. მუხლი 5🔗. სანებართვო მოწმობის შენახვა 1. მოწმობის შენახვა ხორციელდება ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად. 2. მოწმობა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ კარადაში. 3. სათავსი, სადაც ინახება მოწმობა, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. მუხლი 6🔗. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემა 1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის გამცემი გასცემს დუბლიკატს, ნებართვის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, დოკუმენტების წარდგენიდან 2 დღის ვადაში. 2. ნებართვის მფლობელმა სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მისაღებად ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები: ა) წერილობითი განცხადება; ბ) სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. 3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის განაკვეთი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად განისაზღვროს 10 (ათი) ლარის  ოდენობით. 4.  სანებართვო მოწმობის დუბლიკატს ზედა მარჯვენა (დამკვირვებლის პოზიციიდან) თავისუფალ ადგილზე ესმება შტამპი, აღნიშვნით „დუბლიკატი“. 5. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს. ნებართვის გამცემ შესაბამის სამსახურს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში (სარეგისტრაციო ჟურნალში). მუხლი 7🔗. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) ფიზიკური დაზიანების გამო; გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დადგენილების დანართი №4) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს სამსახურის უფროსი და პასუხისმგებელი პირი. 3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 8🔗. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №3 მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალი გაცემის თარიღი მოწმობის ნომერი მოწმობის გამცემი № გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა მოწმობის მიმღები შენიშვნა/აღნიშვნა დუბლიკატის გაცემის შესახებ გვარი სახელი უფლებამოსილი პირი ხელომოწერა დანართი №4 დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალი № დაბრუნების თარიღი ჩამოწერილი აქტის ნომერი მოწმობის ინდივიდუალური ნომერი მოწმობის დამბრუნებელი პირი გვარი სახელი უფლება- მოსილი პირი ხელმოწერა დაბრუნებული მოწმობის მიმღები პირი გვარი სახელი თანამდებობა ხელმოწერა დანართი №5 აქტი № წალკის  მუნიციპალიტეტი ------ ------------- 20   წელი სანებართვო მოწმობის № რაოდენობა თარიღი ჩამოწერის საფუძველი შენიშვნა ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი მშენებლობის უვარგისი სანებართვო მოწმობების ჩამოწერის სისწორეს. ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი: სამსახურის უფროსი: