„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
- „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ 17.04.2014
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №31 |
|
2018 წლის 20 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქსელის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებით დამტკიცებულ „ქსელის წესების“ (სსმ, ვებგვერდი, 22/04/2014, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016085) 91 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატები ვალდებულნი არიან, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსონ და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია მათ კუთვნილ ქვესადგურებში არსებული თავისუფალი სიმძლავრეების თაობაზე. აღნიშნული ინფორმაციის განახლება გადაცემის ლიცენზიატებმა უნდა უზრუნველყონ ყოველკვარტალურად. გადამცემი ქსელის ქვესადგურებში არსებული თავისუფალი სიმძლავრეების გამოთვლის მეთოდოლოგია თანხმდება კომისიასთან.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გადამცემ ქსელზე მიერთების მოთხოვნაზე უარი უნდა ეფუძნებოდეს გადაცემის ლიცენზიატის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ განსაზღვრულ დეტალურ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად უნდა მოიცავდეს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა, მისაერთებელ არეალში თავისუფალი სიმძლავრეების შექმნის ტექნიკური შეუძლებლობა, დამყარებული რეჟიმების ლიმიტები, გარდამავალი პროცესების მდგრადობის შეზღუდვები, მოკლე-შერთვის დენების სიდიდეებთან დაკავშირებული შეზღუდვები, აგრეთვე გადამცემი სისტემის საიმედოობასთან დაკავშირებული სხვა საკითები.“. |
| მუხლი 2 |
ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატებმა ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში შეიმუშაონ და კომისიაში შესათანხმებლად წარმოადგინონ გადამცემი ქსელის ქვესადგურებში არსებული თავისუფალი სიმძლავრეების გამოთვლის მეთოდოლოგია. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|