კრედიტორი საპროგნოზო ნაშთი 31.12.2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №43 |
|
2018 წლის 28 დეკემბერი ქ. წალენჯიხა |
|
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8624,7 ათასი ლარის ოდენობით:
|
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 8,091.7 ათასი ლარის ოდენობით.
|
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 183.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 350.0 ათასი ლარის ოდენობით.
|
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8161,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
ა)
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 483.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
ბ)
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიცპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 150.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
|
დასახელება |
2017 წლის ფაქტი |
2018 წლის გეგმა |
2019 წლის გეგმა |
|---|---|---|---|
|
ვალდებულებების კლება |
148.6 |
245.1 |
130.1 |
|
საშინაო |
148.6 |
245.1 |
130.1 |
|
სესხები |
89.8 |
245.1 |
130.1 |
|
სხვა კრედიტორული დავალიანებები |
58.7 |
0.0 |
0.0 |
4.
განისაზღვროს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალის საპროგნოზო მოცულობა 2019 წლის ბოლოსთვის 262.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
კრედიტორი |
საპროგნოზო ნაშთი |
|
|---|---|---|---|
|
სულ მუნიციპალიტეტის მიერ აღებული ვალის ზღვრული მოცულობა |
262.0 |
||
|
1 |
მუნიციპალური განვითარების ფონდი |
262.0 |
|
პრიორიტეტის მიზანია წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და ეფექტური მუშაობა. პრიორიტეტი მოიცავს ისეთ პროგრამებს და ქვეპროგრამებს,რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აპარატის შენახვის ხარჯები, მათშორის: თანამდებობრივი სარგო, ჯილდო, დანამატიდასხვა. ასევე, მოიცავს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდს, ვალების დაფარვის ხარჯებს. მმართველობითი სფეროს რეფორმა ერთ ერთი მთავარი ფაქტორია მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვისათვის. ასევე იგეგმება გარკვეული რეფორმები სტრუქტურული ცვლილებების, ახალი დებულებებისა და სამუშაოთა აღწერილობის შექმნის, მუნიციპალიტეტის ფუნქციონირებისას მოსახლეობის ჩართულობის გარანტირების, საბიუჯეტო პროცესისა და ქონების მართვის სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით.
ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების დაფინანსება.
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება და გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობასთან. ინფრასტრუქტურის მოწესრიგება (როგორიცაა გზების, გარე განათების, წყლის სისტემების და სხვა) ხელს უწყობს მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვას რაც ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და სახვა დარგების განვითარების წინა პირობაა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: მუნიციპალური გზების და ხიდ-ბოგირების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, გარე განათების ქსელის, სკვერების, პარკების, გამწვანების ობიექტების, სანიაღვრე არხებისა და კოლექტორების რეაბილიტაცია, ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, დაფინანსდება კეთილმოწყობის და დასუფთავების სამუშაოები.
ქვეპროგრამის აღწერილობა:
ქვეპროგრამის მიზანია საკომუნიკაციო საშუალებების, კერძოდ გზების და ხიდების რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვა და განვითარება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი საავტომობილო გზებისა და საგზაო კომუნიკაციების, ხიდების,მასში ინტეგრირებული სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა. საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის შიდა გზების მშენებლობა, გზების არსებული საფარის მიმდინარე და კაპიტალური აღდგენის სამუშაოები. მათ შორის: გზების მიმდინარე (ორმული) შეკეთება, არაასფალტირებული გზების ხრეშოვანი საფარის რეაბილიტაცია.
პროგრამის აღწერა:
პროგრამის მიზანია კომუნალური მეურნეობის ფუნქციონირების ეფექტიანობის ამაღლება, ერთიანი ენერგოეფექტური გარე განათების სისტემის ჩამოყალიბება, მუნიციპალური სერვისების განვითარება. პროგრამის ფარგლებში გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებულის სანათების თანამედროვე ეფექტური და ეკონომსანათებით ჩანაცვლება, ქსელების რეაბილიტაცია. განხორციელდება ქალაქისა და სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში უწყვეტი ციკლით დასუფთავება, მყარი ნარჩენების შეგროვება და გატანა, კეთილმოწყობა და გამწვანება. გატარდება შესაბამისი ღონისძიებები, მუნიციპალიტეტში არსებული შენობა-ნაგებობების მოვლა პატრონობის, ფასადების და სახურავების შეკეთება-რემონტის სამუშაოების ჩასატარებლად. ამავე პროგრამით განხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა.
ქვეპროგრამის აღწერილობა
ქვეპროგრამის მიზანია ქ. წალენჯიხასა და ქ. ჯვარში არსებული მრავალსართულიანი კორპუსების გადახურვების რეაბილიტაცია, ფასადების შეღებვა, ასევე, მუნიციპალიტეტის თემებში მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული შენობების რეაბილიტაცია და ტერიტორიების კეთილმოწყობა.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება და მოეწყობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ გზებზე, პარკებში, სკვერებში, მოედნებსა და შიდა ეზოებში გარე განათების ახალი ქსელები. განხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარე განათების ქსელის მოწყობა, მოვლა, ექსპლუატაცია, განათების არსებული ნათურების ჩანაცვლება ეკონომიური დიოდური ნათურებით.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქნილი ნარჩენების მართვა, ტერიტორიის მყარი ნარჩენებისგან გაწმენდა, მუნიციპალიტეტის ქვემდებარე ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრალური ადგილების, ტროტუარების, სკვერების, გაზონების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დაგვა დასუფთავება, ნარჩენების აკრეფა-შეგროვება, უწყვეტი რეჟიმით იწარმოებს მყარი ნარჩენების გატანა კომერციული სტრუქტურებიდან, სამრეწველო საწარმოებიდან, სასწავლო-საგანმანალებლო და სამედიცინო დაწესებულებებიდან.
მომსახურეობის სერვისის გაუმჯობესების მიზნით შეძენილი იქნება საჭირო სპეცტექნიკა, გატარდება საჭირო ღონისძიებები მუშათა შრომის პირობების ეტაპობრივად გაუმჯობესებისათვის.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ.წალენჯიხის, ზღვაიას დასახლების, ეწერის, ჯგალის, ნაკიფუს, მიქავას, ობუჯის თემების ცენტრალური ადგილებში წარმოქნილი ნარჩენების მართვა, ტერიტორიის მყარი ნარჩენებისგან გაწმენდა და გატანა ქ. ზუგდიდში არსებულ ნაგავსაყრელზე; ქ. წალენჯიხაში და ზღვაიას დასახლებაში ქუჩების, სკვერების, გაზონების, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების დაგვა-დასუფთავება, ნარჩენების აკრეფა-შეგროვება; მოხდება მყარი ნარჩენების გატანა კომერციული სტრუქტურებიდან, სამრეწველო საწარმოებიდან, სასწავლო-საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებიდან; ჩატარდება ტერიტორიების კეთილმოწყობის და გამწვანების ღონისძიებები,სანიაღვრე არხების ამოწმენდისა და მშენებლობის სამუშაოები.
ქვეპროგრამის ფარგლებში, აგრეთვე, განხორციელდება ქ. წალენჯიხის ცალკეული უბნების, აგრეთვე, ეწერის, საჩინოს, ჯგალის, ნაკიფუს, მიქავას, მედანის წყლით მომარაგების უკეთესად უზრუნველყოფა.
ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“ ქ. წალენჯიხაში და მუნიციპალიტეტის თემებში კოორდინაციას გაუწევს გარე განათების 108 კმ-მდე ქსელის და 2700-მდე სანათის მომსახურებას.
- ყოველდღიურად დასუფთავებული 11 ჰექტარზე მეტი ფართობი;
- ქ.წალენჯიხაში, ზღვაიას დასახლებასა და 5 სასოფლო თემში შეგროვებულიდა სანაგვე ურნებიდან ნაგავსაყრელში ტრანსპორტირებული 4200მ3 -ზე მეტი მყარი ნარჩენი;
- დასუფთავებული და ეკოლოგიურად სუფთაცენტრები;
- სამსახურის მკვეთრად გაუმჯობესებული მატერიალურ - ტექნიკურიბაზა;
- მოსახლეობის გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები;
- კეთილმოწყობილი და განათებული ქუჩები, პარკები და სკვერები.;
- ქალაქში და თემებში მკვეთრად გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა;
- ქალაქის გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურული იერ-სახე;
- მეტი განათებული და კეთილმოწყობილი ქუჩები, სკვერები, პარკებიდამოედნები;
- გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობებით კმაყოფილი მოსახლეობა;
- მყარი ნარჩენების სეპარირებული (დახარისხებული) შეგროვების რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებელი;
- ლოკალიზებული სტიქიური ნაგავსაყრელების რაოდენობა.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ.ჯვარის, ფოცხოეწერის დასახლების, ჩქვალერის, ლიის და ფახულანის თემების ცენტრალური ადგილებში წარმოქნილი ნარჩენების მართვა, ტერიტორიის მყარი ნარჩენებისგან გაწმენდა და გატანა ქ.ზუგდიდში არსებულ ნაგავსაყრელზე; ქ.ჯვარისა და ფოცხოეწერის დასახლებაში ქუჩების, სკვერების, გაზონების, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების დაგვა-დასუფთავება, ნარჩენების აკრეფა-შეგროვება; უწყვეტი რეჟიმით იწარმოებს მყარი ნარჩენების გატანაკომერციული სტრუქტურებიდან, სამრეწველო საწარმოებიდან, სასწავლო-საგანმანათლებლო დ სამედიცინო დაწესებულებებიდან; ჩატარდება ტერიტორიების კეთილმოწყობის და გამწვანების ღონისძიებები, სანიაღვრე არხების ამოწმენდისა და მშენებლობის სამუშაოები.
ქვეპროგრამის ფარგლებში, აგრეთვე, განხორციელდება ფოცხოეწერის დასახლების წყლით მომარაგების უკეთესად უზრუნველყოფა, ვინაიდან ფოცხოეწერი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებულ უბანს და მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება მსოფლიო დონის ატრაქციონებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარება. მომავალ წელს დაგეგმილია უწყვეტი წყლით მომარაგების სისტემის შემუშავება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ტურისტების მოზიდვას და იქ მცხოვრებ პირთა ყოფითი პრობლემების მოგვარებას. ასევე, განხორციელდება ქ.ჯვარისა და ფოცხოეწერის ტერიტორიაზეარსებულგზებზე, პარკებში, სკვერებში, მოედნებსა და შიდა ეზოებში გარე განათების ქსელის მომსახურება.
- ყოველდღიურად დასუფთავებული 7 ჰექტარზე მეტი ფართობი;
- ქ. ჯვარში, ფოცხოეწერის დასახლებასა და ლიის თემში შეგროვებული და სანაგვე ურნებიდან ნაგავსაყრელში ტრანსპორტირებული 2000მ3 -ზე მეტი მყარი ნარჩენი;
- ქ.ჯვარის და ფოცხოეწერის დასახლების დასუფთავებული და ეკოლოგიურად სუფთა ცენტრები;
- სამსახურის მკვეთრად გაუმჯობესებული მატერიალურ - ტექნიკური ბაზა;
- მოსახლეობის გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები;
- კეთილმოწყობილი და განათებული ქუჩები, პარკები და სკვერები.;
- ხარისხიანი და სისტემატური მომსახურების შედეგობრივი პარამეტრები;
- ქალაქში მკვეთრად გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა;
- ქალაქის გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურული იერ-სახე;
- მეტი განათებული და კეთილმოწყობილი ქუჩები, სკვერები, პარკები და მოედნები;
- გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობებით კმაყოფილი მოსახლეობა;
- მყარი ნარჩენების სეპარირებული (დახარისხებული) შეგროვების რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებელი;
- ლოკალიზებული სტიქიური ნაგავსაყრელების რაოდენობა.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული წყალმომარაგების მაგისტრალებისა და ქსელების რებილიტაცია და მშენებლობა;
ქ. წალენჯიხის ცალკეული უბნებისა და მუნიციპალიტეტის თემების უწყვეტი წყალმომარაგება.
უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა.
ქვეპროგრამის აღწერა:
ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალური ქონების ეფექტურად მართვა და განკარგვა. ქვეპროგრამით განხორციელდება მუნიციპალიტეტის და გეგმარების შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების შემდგომი გამოყენებისთვის საკადასტრო ნახაზებისა და მათი ელექტრონული ვერსიების მომზადება, შენობა-ნაგებობების აზომვითი ნახაზების შედგენა, აღრიცხვაზე ასაყვანი ქონების შეფასება.
- უძრავი ქონების მიწის მართვისა დაპრივატიზების პროცესის ადმინისტრირება.
- მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების რეგისტრაცია, ბალანსზე ასახვა.
- კანონის შესაბამისად განკარგული მუნიციპალური ქონება.
- მუნიციპალიტეტის ქონების ეფექტური განკარგვა და შემოსავლების ზრდამიწის საკუთრებიდან.
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნასთან ერთად მნიშვნელოვანია ტურისტების მოზიდვის ხელშეწყობის, მუნიციპალიტეტის ღირშესანიშნაობისა და ტურისტული ადგილების შესახებ ინფორმაციების მოპოვებისა და დათვალიერების ღონისძიებების ხელშეწყობა.
- ტურისტების დაინტერესება მუნიციპალიტეტის ღირშესანიშნაობებით და გარემოთი, ხელიმაწვდომობა ინფორმაციებზე გზამკვლევებისა და საინფორმაციო ცენტრების მეშვეობით.
- დამსვენებელთა და ტურისტების რაოდენობრივი ზრდის მაჩვენებელი.
პროგრამის მიზანია: მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის, მათ შორის ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა მემცენარეობის და მეცხოველეობის საპილოტე პროგრამების მეშვეობით, მომდევნო წლებში პროგრამების გაფართოება და საკუთარი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება, როგორც ადგილობრივ მომხმარებელზე, ისე გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მომდევნო საშუალო ვადიანი პერიოდისთვის სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი მცირე და საშუალო საწარმოების ასამოქმედებლად შესაბამისი ბაზის მომზადება.
- სოფლის მოსახლეობის დასაქმების პროგრამის განხორციელებით და მუნიციპალიტეტის აგრარული დარგის პოტენციალის ზრდის ხელშეწყობით მოსახლეობის გაუმჯობესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
- სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებში ჩართული მოსახლეობის გაზრდილი სეგმენტი;
პროგრამის აღწერა:
პროგრამის მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის საპროექტო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენა, მათი ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის გაწევის მიზნით საექსპერტო მომსახურების შესყიდვა.
- შეუფერხებლად ხარისხიანად განხორციელებული კაპიტალური სამშენებლოპროექტები;
- უხარისხოდ შესრულებული პროექტების რისკის მინიმუმადე დაყვანა;
- ხარისხიანად განხორციელებული ინფრასტუქტურული პროექტები;
- მომზადებული საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის და საექსპორტო დასკვნების გაუმჯობესებული ხარისხი.
ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად საჭირო ფინანსური საფუძვლების შექმნა.
- მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანის შედეგების ლიკვიდაცია.
- აღდგენილი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
- ლიკვიდირებული სტიქიის შედეგები და აღმოფხვრილი ზიანი;
- სტიქიით გამოწვეული დაზიანებული ინფრასტრუქტურის და მოსახლეობაზე მიყენებული ზიანის აღდგენის რაოდენიბრივი მაჩვენებელი.
ქვეპროგრამის აღწერა:
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. როგორიცაა გზების მშენებლობა, სანიაღვრე არხების მოწყობა, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა, სკვერების და ბაღის სრული რეაბილიტაცია და ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა და სხვა. აღნიშნული პროგრამების განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების გამოყოფა.
- მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება და მყარი მატერიალური ბაზის შექმნა;
- მოსახლეობის ცხოვრების პირობების და კეთილდღეობის გაუმჯობესება;
- მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების დინამიკური ზრდა;
- მოსახლეობის გაუმჯობესებული ცხოვრების პირობები და ეტაპობრივად გადაწყვეტილი სოციალურ-საყოფაცხოვრებო პრობლემები.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, ბაღების რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა, ასევე, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მიმდინარე რემონტისა და სხვა ღონისძიებების თანადაფინანსება.
ქვეპროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.
ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის, ბავშვების კვების ხარჯებს, აღმზრდელ-მასწავლებელთა ხელფასებს, ბაღების რეაბილიტაციას და მშენებლობას.
ქვეპროგრამის განხორციელება ხელს უწყობს ბავშვების ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების ფორმირებას, ინდივიდუალური და პიროვნული თვითგამოხატვის უნარების გამოვლენას და ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას,უზრუნველყოფს თითოეულ ბავშვისთვის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის, უსაფრთხო და პოზიტიური სააღმზრდელო და საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას და ბავშვების ხარისხიან კვებას.
- საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის მაღალი დონე;
- სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;
- საბავშვო დაწესებულებებში ჯგუფების მატება და აღზრდის პროცესში სრულფასოვანი კვებით და ხარისხიანი საამღზრდელო პროცესით უზრუნველყოფილისკოლამდელი ასაკის ბავშვთა კონტიგენტის სრულად ჩართვა,
- საბავშვო დაწესებულებებში ჯგუფების და ნორჩ აღსაზრდელთა გაზრდილი კონტიგენტი;
- შშმ აღსაზრდელების ინტეგრაციისა და ხელმისაწვდომობისათვის გატარებული ეფექტური ღონისძიებების რაოდენობა;
- ახლად აშენებული და რეაბილიტირებული საბავშვო ბაღების რაოდენობა;
- ბავშვთა კვებაზე გამოყოფილი თანხის რაოდენობა.სრულად ჩართული,
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება, აგრეთვე, ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, როგორიცაა: ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება,ზოგადი განათლების ღიაობა და თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ინკლუზიური სწავლების გაფართოება, მოსწავლეთა ზოგადი განათლების განვითარება ზეორიენტირებული განსაკუთრებით საინტერესო პროექტების თანადაფინანსება, სკოლებისათვის სხვადასხვა თემატური და კალენდარული დღისადმი მიძღვნილი კონკურსების, ინტელექტუალური და ცოდნის პოპულარიზაციის მიზნით აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა, შემოსული მცირე პროექტების თანადაფინანსება, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება.
- საჯარო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება.
- საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის, ასევე არასასკოლო განათლების მსურველთა მოტივაციის ამაღლება, აღსაზრდელთა და მოზარდთა შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლება.
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა.
- მოსწავლეთა ზოგადი განათლების დონე;
- მოსწავლეთა სასწავლო-აკადემიური და თავისუფალი აზროვნების, შემეცნებით კონკურსებში მოსწავლეთა ჩართულობა დონე.
- მეტი რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი სასკოლო დაწესებულება.
- სასკოლო ინიციატივების დაფინანსების გზით მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი და განვითარებული სასკოლო გარემო;
- მოსწავლეების ინფორმირებულობის, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარების დონე.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი დაწესებულებების შენობების რეაბილიტაციის და ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის დაფინანსება.
- რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები;
- ახლადაშენებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობები.
- რეაბილიტირებული და ახლადაშენებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შენობების რაოდენობა.
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების სრულად გამოვლინება.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი, წარმატებული სპორტსმენების წახალისება.
პროგრამის ძირითადი პრიორიტეტია სპორტის სახეობების განვითარება-პოპულარიზაცია ;სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების მომზადება და საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიო, ევროპის და საქართველოს ჩემპიონატები, ოლიმპიური შეჯიბრებები, პირველობები, თასების გათამაშებები, მასობრივი სპორტული ღონისძიებები, საერთაშორისო ტურნირები, სასწავლო საწვრთნელი შეკრებები) მონაწილეობის მიღება; საერთაშორისო ტურნირებში წარმატებების მოპოვება; მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება; ბავშვთა და მოზარდთა შორის თავისუფალი დროის სწორად გამოყენება; მწვრთნელ მასწავლებელთა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სტიმულირება და მატერიალური პირობების გაუმჯობესება; სპორტული ობიექტების კონკურენტუნარიანობის ამაღლება; ფიზიკური ვარჯიშების სრულყოფა და ფიზიკური კონდიციების ამაღლება; სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია; თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღჭურვილი მატერიალურ ტექნიკური ბაზების შექმნა; სპორტის სფეროში მოღვაწე დამსახურებულ მუშაკთა და მწვრთნელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს 20 სპორტული წრე, სადაც გაერთიანებული არის 400 ოთხასამდე მოსწავლე.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალური საკლუბო გუნდების მხარდაჭერას, რომლის
მიზანია პროფესიული და ასაკობრივი ჯგუფების განვითარება, მოზარდთა მასობრივ სპორტში ჩართვისათვის ხელმისაწვდომობის ამაღლება, რაც თავის მხრივ ხელსშეუწყობს ადგილობრივი პროფესიული სპორტული კლუბების განვითარებას; ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განათლების და სპორტში მათი მასობრივად ჩაბმის ხელშეწყობა; მწვრთნელთა მივლინება გუნდებთან ერთად ადმინისტრაციულ ერთეულებში რაიონულ, რეგიონალურ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება; მასობრივი და სამოყვარულო სპორტული ღონისძიებების ორგანიზება, გამარჯვებულთა ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოება.
წალენჯიხის მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მოვლა-პატრონობა; სპორტის სახეობათა - ჭადრაკის, ჭიდაობის, რაგბის, კალათბურთის, კარატეს, მძლეოსნობის, კრივის (ოლიმპიური და არაოლიმპიური) სახეობების განვითარების ხელშეწყობა;
- ახალგაზრდა თაობის მეტი ჩაბმულობა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში;
- სპორტის სხვადასხვა სახეობების ადგილობრივი და საერთაშორისო რანგის შეჯიბრებებში სპორტსმენთაწარმატებული გამოსვლა;
- საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა;
- მატერიალურად წახალისებული და მოტივირებული მწვრთნელ–მასწავლებლების და ახალგაზრდა, პერსპექტიული სპორტსმენების ფორმირების უზრუნველყოფა.
- მოსახლეობის ფართო ფენებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ჯანსაღიცხოვრების წესის დამკვიდრება.
- სხვადასხვა დონის სპორტულ შეჯიბრებებზე გამარჯვებულ პრიზიორ სპორტსმენთა რიცხობრივი ზრდის დინამიკა;
- საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სპორტული ობიექტის რაოდენობა;
- დანერგილი და განვითარებული სპორტის ახალი პოპულარული სახეობების რაოდენობა.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრი - საფეხბურთო კლუბი „სქური““-ს დაფინანსება. ცენტრი აერთიანებს ბავშვთა საფეხბურთო 4 ჯგუფს, რომლებიც მონაწილეობენ აჭარა-სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ პირველობაში, ასევე, სამ არასაშეჯიბრო სარეზერვო მოსამზადებელ ჯგუფს, რომლებიც მონაწილეობენ საფესტივალო შეჯიბრებებში. ქვეპროგრამის ძირითადი მიზანია ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და ნიჭიერი ფეხხურთელების აღზრდა, აგრეთვე, საფეხბურთო კლუბი „სქურის“ ფუნქციონირების ფინანსური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
-ბავშვთა საფეხბურთო ჯგუფების ფუნქციონირება, კლუბისათვის მომზადებული ნიჭიერი ფეხბურთელები, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბი „სქური“ წარმატებული მონაწილეობა საქართველოს პირველობაზე.
- ბავშვთა ჯგუფებში გაერთიანებულ მოსწავლეთა რაოდენობა;
- საფეხბურთო კლუბი „სქურის“ სატურნირო შედეგები.
კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, განხორციელდება კულტურული ღონისძიებები, ასევე, სადღესასწაულო დღეებში ჩატარდება გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
ქვეპროგრამის ფარგლებში სუბსიდიური წესით ფინანსდება ა(ა)იპ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“.
ქვეპროგრამის მიზანია ქართული ფოლკლორის განვითარების ხელშეწყობა, თანამშრომლობა ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან, ცალკეულ ხელოვანებთან, სხვადასხვა დარგის დამსახურებულ მოღვაწეებთან, კულტურულ ღონისძიებებს ჩატარება და მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობის უზრუნველყოფა სხვადასხვა ღონისძიებებსა და ფესტივალებში. სახვითი დეკორატიული-გამოყენებითი და ხალხური შემოქმედების ნაწარმოებების გამოფენის მოწყობა, ღირშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, სახალხო დღესასწაულების აღსანიშნი ღონისძიებების ჩატარება („გრანელობა“, „ტარასობა“ და სხვა).
კულტურის ცენტრი უზრუნველყოფს ბიბლიოთეკების, მუზეუმების, კლუბების და კულტურის სახლების ფუნქციონირებას.
ცენტრი, აგრეთვე, კოორდინაციას უწევს ტერენტი გრანელის სახელობის მუზეუმს, ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ლეო ქიაჩელის მუზეუმს, აკადემიკოს ტარას კვარაცხელიას სახელობის მუზეუმს, აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახლ-მუზეუმს, რომლებშიც დაცულია მათი ცხოვრების ამსახველი ფოტომასალები და პირადი ნივთები. მუზეუმები სისტემატურად ღებულობენ დამთვალიერებლებს, მათ შორის უცხოელ ტურისტებსაც. მუზეუმებში ჩამოყალიბებულია ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბები, სადაც ტარდება საინტერესო კულტურული, სამეცნიერო და შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები.
უზრუნველყოფილია საზოგადოების ფართო ფენებისათვის კულტურული ფასეულობებისა და ღირებულებების ხელმისაწვდომობა;
შენარჩუნებულია, განახლებულია და ექსპონატებით შევსებულია მუნიციპალიტეტში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმები, ხდება სამუზეუმო საქმიანობის პოპულარიზაცია;
ეწყობა მხატვართა ნამუშევრების და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშების გამოფენები, მწერლების და სხვა დარგის ხელოვან ადამიანთა შემოქმედებითი საღამოები.
მოსახლეობის პოზიტიური განწყობილება;
ქვეყნის შიდა და საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალებში მონაწილეთა და ლაურეატების საპრიზო ადგილების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები;
კულტურულ ღონისძიებებზე მოსახლეობის დასწრების რაოდენობრივი მაჩვენებელი;
კულტურის დაწესებულებების გაზრდილი როლი.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრი”,რაც გამოიხატება შრომის ანაზღაურების და მიმდინარე ხარჯების სუბსიდირებაში. ცენტრში ფუნქციონირებს სახელოვნებო და საგანმანათლებლო განყოფილებები. სახელოვნებო განყოფილებებში ისწავლება ფორტეპიანო, საგუნდო სიმღერა, ვოკალი, ფოლკლორი და მუსიკალური ლიტერატურა. სწავლის ხანგრძლივობაა 6 წელი. ბავშვთა რაოდენობა სახელოვნებო განყოფილებებში შეადგენს 129 აღსაზრდელს. საგანმანათლებლო განყოფილებაში ფუნქციონირებს 13 წრე: ინგლისური ენის, მგალობელთა, ხატვის, ვოკალური, სამეჯლისო, უნარჩვევების, მხატვრული კითხვის, ლიტერატურის, რუსული ენის, თექის, კომპიუტერის შემსწავლელი, თეატრალური და ქორეოგრაფიული წრეები. საგანმანათლებლო განყოფილების წრეებში სწავლობს 295 მოსწავლე. წრეებში სწავლის საფასური არის 5 დან 20 ლარამდე. ცენტრის აღსაზრდელები მონაწილეობენ შიდასასკოლო, რეგიონულ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში, ფესტივალებსა და სხვა ღონისძიებებში. ცენტრი ზრუნავს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენასა და წარმოჩინებაზე, მათი პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაზე, მუსიკალური კარიერის გაგრძელებაზე, ზოგადად, ინტელექტუალურად და სულიერად მდიდარი მომავალი თაობის აღზრდაზე.
განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების წარმოჩენა და ჩართვა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურს-ფესტივალებში, მოსწავლეთა მონაწილეობა სასწავლო შემოქმედებით კონფერენციებში და ოლიმპიადებში.
სახელოვნებო და საგანმათლებლო განყოფილებების სტუდიებსა და წრეებში განათლებამიღებული მოსწავლეების რაოდენობა; სხვადასხვაკონკურს-ფესტივალებში გამარჯვებულ ბავშვთა რაოდენობის ზრდის დინამიკა.
პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი ცენტრების მეშვეობით, დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობენ ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში, ასევე, დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების სხვადასხვა ღონისძიებებზე მგზავრობის, სტუდენტური დღეების და მხიარული სტარტების ხარჯები.
-ახალგაზრდების თავისუფალი დროის შინაარსიანად გატარების ღონისძიებების ხელშეწყობა, მათი ჩართულობა არსებული გამოწვევების შეფასებასა და გადაწყვეტის გზების ძიებაში;
-ზაფხულის თვეებში სტუდენტებისა და სხვა ახალგაზრდების დასვენებისათვის შესაფერისი პირობების შექმნა;
-შემოქმედებითი და გასართობი ფესტივალების ორგანიზება.
-მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების და მათი დაზლევის რესურსების გამოვლენაში აქტიურად ჩაბმული ახალგაზრდების რაოდენობა;
-ახალგაზრდების მოტივირებისა და თავისუფალი დროის შინაარსიანად გატარების მიმართულებით განხორციელებული აქტივობების რაოდენობა.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული რელიგიური ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მოსახლეობის რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის შექმნილი სათანადო პირობები.
თვითმმართველობის საქმიანობით რელიგიურად აქტიური მოსახლეობის კმაყოფილების დონე.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: საგანმანათლებლო, აღზმრდელობით და საგანმანათლებლო-აღზმრდელობით დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; საგანმანათლებლო, აღზმრდელობით და საგანმანათლებლო-აღზმრდელობით დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაციას და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტ აღრიცხვას, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწას და გაუმჯობესებას; დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივ შემცირებას მისი კონტროლის გზით; ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობას და მათზე სწრაფ რეაგირებას, პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას; არაგადამდებ დაავადებათა პრევენციას და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან დაცვას მოსახლეობის ინფორმირების გზით.
„C“ ჰეპატიტზე, აივ/შიდსსა და ტუპერკულიოზზე ინტეგრირებული სკრინინგის განხორციელება, ასევე შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება.
- გამოკვლეული ბენეფიციარების რაოდენობა.
- პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად მიღებული შედეგების დინამიკა.
საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებული დაფინანსება ანგარიშდება მომსახურების მიმწოდებლის ტარიფის არეალის ზედა ზღვარზე დაფიქსირებული ღირებულებიდან. ხშირ შემთხვევავაში აღნიშნული ტარიფი აჭარბებს ტარიფის არეალის ლიმიტს, შესაბამისად პაციენტის თანაგადახდა ხშირად მეტია საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებულ თანხაზე .
პროგრამა ითვალისწინებს პაციენტის თანაგადახდაში თანა მონაწილეობას და გამოითვლება შემდეგი წესით: თუ საყოველთაო დაზღვევით დაფინანსებული თანხა მთლიანი ღირებულების 70%-ზე მეტია,დაფინანსდება პაციენტის გადასახდელი თანხის ნახევარი .ხოლო თუ 70% -ზე ნაკლებია- დაფინანსდება საყოველთაო დაზღვევით დაფარული თანხის 25%.ამ ორივე შემთხვევაში პროგრამით გამოთვლილი თანხის დაფინანსებას ექვემდებარება 100 ლარი და ზემოთ არა უმეტეს 500 ლარისა . პროგრამა ასევე არ ითვალისწინებს საყოველთაო დაზღვევით 100%-ით დაფინანსების შემთხვევების თანადაფინანსებით.
პროგრამა ძირითადად ითვალისწინებს საგარანტიო წერილის გაცემას ,რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ. საგარანტიო წერილის გასაცემად საჭიროა შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობაფ.N 100 და საყოველთაო დაზღვევის საგარანტიო წერილის ასლი, ან იგივე ინფორმაციის მატარებელი სხვა დოკუმენტი. დასაფინანსებელი თანხის ოდენობას განსაზღვრავს სოციალური კომისია , ხოლო საგარანტიო წერილს გასცემს მუნიციპალიტეტის მერი. იშვიათ შემთხვევაში დაფინანსება მოხდება გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ არაუგვიანეს 3 თვის ვადაში უნაღდო ანგარიშსწორებით პაციენტის, ან მისი ოჯახის წევრის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ფსიქიური აშლილობით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფსიქოტროპული მედიკამენტებით უზრუნველყოფის გარდა დამატებით საჭიროებენ ძვირად ღირებული მედიკამენტებით მკურნალობას. ბენფიციართა შერჩევა ხდება სოციალური კომისიის მიერ ფსიქონარკოლოგიური დისპანსერიდან ყოველ კვარტალურად მოწოდებული მონაცემების გათვალისწინებით.
ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, სამედიცინო ფ N100 და პირადი საბანკო ანგარიში. საჭიროების შემთხვევაში ოჯახის წევრის,ან მეურვეობის შესაბამისი დოკუმენტაცია.
პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე, ან მეურვეზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვას და გათვლილია 40 ბენეფიციარზე .
პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც ჩართული არიან თირკმლის დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში და სისტემატიურად უწევთ გადაადგილება სხვა ქალაქში. პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე 100 ლარის ჩარიცხვას.
ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, სახემწიფო პროგრამაში ჩართვის დამადასტურებელი ფ N100 და პირადი საბანკო ანგარიში
აღნიშნულ დოკუმენტაციას განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას ღებულობს სოციალური კომისია;
პროგრამის ბენეფიციარები არიან პაციენტები, რომლებიც დაავადებული არიან იშვიათი დაავადებებით (გაფანტული სკლეროზი , სირინგომიელია,მოტონეირონთა დაავადება, კუნთთა პროგრესული დისტროფია, ლეიკემია ,პარკისონის დაავადება) და მუდმივად ან სისტემატურად საჭიროებენ ძვირადღირებული მედიკამენტების მიღებას.
ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დაავადების დამადასტურებელი მიმდინარე, ან წინა წლის ფ N 100, საჭირო მედიკამენტის მუდმივად, ან სისტემატურად საჭიროების მითითებით. პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში.
პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ ბენეფიციარზე ყოველთვიურად უნაღდო ანგარიშსწორებით პირად ანგარიშზე 50 ლარის ჩარიცხვას .
აღნიშნულ დოკუმენტაციას განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას ღებულობს სოციალური კომისია.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ასა-ს მქონე 2 დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლთა [1]მშობლები წარმოადგენენ ნეიროგანვითარების ცენტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის „ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის“, რეგისტრირებული კავშირი „საქართველოს ბავშვები“, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრისა და სხვა ლიცენზირებული დაწესებულებების ჩასატარებელი ღონისძიებების შესაბამის ხარჯთაღრიცხვას, დიაგნოზის დამადასტურებელ ფ N 10, ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლს და ერთ ერთი მშობლის პირადობის ასლს.
აღნიშნული დოკუმენტების სოციალური კომისიის მიერ განხილვის საფუ|ძველზე წელიწადში ერთხელ (ფინანსური შესაძლებლობის შემთხვევაში ორჯერ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაიცემა საგარანტიო წერილი ჩასატარებელი ღონისძიებების ღირებულების 70%- ის ოდენობის დაფინანსებაზე არაუმეტეს 1000 ლარისა, რომელიც დაფინანსდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემდეგ.
პროგრამის ბენეფიციარები არიან საქართველო „C” ჰეპატიტის გარეშე სახ. პროგრამაში ჩართული პაციენტები, რომლებსაც, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, დაუფინანსდებათ ჩატარებული კვლევების საფასურის ნაწილი.
პროგრამა მოქალაქეებზე (ოჯახზე), რომელთაც გაუთვალისწინებელ მიზეზთა გამო აქვთ ექსტრემალურად განვითარებული ყოფითი პრობლემები, რომელიც დადასტურებულია ადმინისტრაციული ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობით, წელიწადში ერთხელ ითვალისწინებს ფულად დახმარებას არაუმეტეს 500 ლარისა. აღნიშნული შუამდგომლობის გარდა მოქალაქემ შესაძლებლობის ფარგლებში უნდა წარმოადგინოს თავისი ყოფითი მდგომარეობის დამადასტურებელი რაიმე სხვა დოკუმენტი, ასევე პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში.
თანხის ოდენობას განსაზღვრავს და დახმარების გაწევაზე გადაწყვეტილებას ღებულობს მუნიციპალიტეტის მერი.
პროგრამა ითვალისწინებს ბიოლოგიური დედის რიგით პირველ და მეორე ცოცხლად შობილ შვილზე ერთჯერად ფულად დახმარებას 200 ლარის ოდენობით (ტყუპების შეძენისას თანხის გაორმაგებით და ა.შ.)
წარმოდგენილ უნდა იქნეს ახალშობილის დაბადებისა და ერთ ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობის შესახებ დადასტურებული ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ.
დაფინანსება მოხდება სოციალური კომისიის გადაწყვეტილებით უნაღდო ანგარიშსწორებით განმცხადებლის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით ბავშვის დაბადებიდან არაუგვიანეს 6თვისა.
პროგრამით მოსარგებლენი არიან საზოგადოების ღვაწლმოსილი და დამსახურებული ადამიანები (ომისა და შრომის ვეტერანები, პენსიონერები, 100წელს გადაცილებული პირები და ა.შ.) რომელთაც საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით გაეწევათ ერთჯერადი ფულადი და / ან მატერიალური დახმარება.
სოციალური ჯგუფების შერჩევა და ბენეფიციარზე გასაცემი თანხის ოდენობა და / ან მატერიალური დახმარების ჩამონათვალი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის მიერ.
ბენეფიციართა სიები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოდან და / ან ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებიდან.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე დახმარების გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს სოციალური კომისია.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ ოთხი ან მეტი შვილი და წარმოადგენენ შვილების დაბადების მოწმობის ასლებს, მშობლების ქონწირების მოწმების ასლს - ასეთის არსებობის შემთხვევაში, ერთერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლს და პირად საბანკო ანგარიშის ნომერს .
მრავალ შვილიანი ოჯახის თითოეულ არასრულწლოვან შვილზე ყოველ თვიურად დახმარება გაიცემა 50 ლარის ოდენობით
წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე დახმარების დანიშვნაზე გადაწყვეტილებას იღებს სოციალური კომისია.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100000-ზე დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებულ პირებს , რომლებიც არ არიან ასაკით პენსიონერები და წარმოადგენენ სსე ( სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა ) შემოწმების აქტის ამონაწერს სტატუსით- მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) და არიან სახლს (ეტლით მოსარგებლე), ან საწოლს მიჯაჭვული და საჭიროებენ მუდმივ მომვლელს .ასევე ჯამრთელობის ფ N 100 მუდმივად მოვლის საჭიროების მითითებით, პირადობის მოწმობის ასლს ,სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს, პირად საბანკო ანგარიშს. საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარის უფლება მოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლს და საბანკო ანგარიშს.
დაფინანსება ,ყოველთვიურად თითოეული ბენეფიციარის პირად ანგარიშზე 100 ლარის ოდენობის თანხის ჩარიცხვით, მოხდება სოციალური კომისიის გადაწყვეტილებით ჩამოთვლილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ.
პროგრამის ბენეფიციარები არიან 18 წლამდე დედ-მამით ობოლი ბავშვები,რომლებიც სოციალური მომსახურების სააგენტოდან წარმოადგენენ სტასუსის დამადასტურებელ დოკუმენტს ,დაბადების მოწმობის ასლს, პირადობის მოწმობის ასლს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათზე მეურვეობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მეურვის პირადობის მოწმობის ასლს და პირად ანგარიშს.
პროგრამა ითვალისწინებს თითოეულ დედ-მამით ობოლ ბავშვზე ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობის დახმარების მეურვის პირად ანგარიშზე ჩარიცხვას.
აღნიშნული დოკუმენტების განხილვის შემდეგ დახმარების თაობაზე გადაწყვეტილებას ღებულობს სოციალური კომისია.
პროგრამა მოიცავს საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს (ძალოვან სტრუქტურებში)დაღუპულთა ოჯახებზე დახმარების გაწევას საზეიმო და ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებით. დახმარება გაიცემა დაღუპულთა ოჯახის წევრებზე .პროგრამით მოსარგებლე ოჯახებზე დახმარების გაწევის დროსა და გასაცემი თანხის ოდენობაზე გადაწყვეტილებას ღებულობს მუნიციპალიტეტის მერი. ბენეფიციართა მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილავის შემდეგ დახმარების თაობაზე გადაწყვეტილებას ღებულობს სოციალური კომისია.
სოციალური მომსახურების სააგენტოდან წარმოდგენილი საომარი მოქმედებებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ოჯახების სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს გარდა წარმოდგენილი უნდა იქნეს ოჯახის ერთ-ერთი წევრის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში. ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების შუამდგომლობა.
ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან მიზნობრივად გამოსახლებულ პირთა დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, კერძო სექტორში მათთვის საცხოვრებელი ფართების დაქირავებით.
ქვეპროგრამის მიზანია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება.
პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური მოვლენების (ხანძარი,მეწყერი,ქარბუქი,ღვარცოფი) შედეგად დაზარალებული ოჯახების ფულად დახმარებას
პროგრამით სარგებლობისათვის სტიიქიით დაზარალებულმა პირმა ხანძრით დაზიანების შემთხვევაში უნდა წარმოდგინოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის დასკვნა, სტიქიის ამსახველი ფოტო მასალა, სხვა შემთხვევებში სათანადო საექსპერტო ან/და გეოლოგიური დასკვნა საცხოვრებელი სახლის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ფოტო მასალით. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა .დაზარალებული პირის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში.
აღნიშნული დოკუმენტაციის განხილვის შემდგე დაზარალებულ ოჯახზე ფულადი დახმარების ოდენობას 3000 ლარამდე განსაზღვრავს სოციალური კომისია.
დახმარება გაეწევა მიმდინარე წელს დაზარალებულ ოჯახს.
პროგრამა ითვალისწინებს არსებული კანონმდებლობით დადგენილი გარდაცვლილი დიდი სამამულო ომის მონაწილეების, მასთან გათანაბრებული პირების, ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანთა და იძულებით გაადადგილებულ პირთა სარიტუალო ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებას
გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე გაიცემა 100 ლარის ოდენობის ფულადი დახმარება. სხვა ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში – 250 ლარი.
გარდაცვლილის ოჯახისა წევრმა უნდა წარმოადგინოს ცნობა გარდაცვალების შესახებ. გარდაცვლილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი. გარდაცვლილის ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი და პირადი საბანკო ანგარიში.
აღნიშნული დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ დახმარების თაობაზე გადაწყვეტილებას ღებულობს სოციალური კომისია.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 222 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა, მათ შორის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების კვებით უზრუნველყოფა.
ყოველდღიურად ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფილია სოციალურად დაუცველი 224 ბენეფიციარი.
უმწეოთა უფასო სასადილოთი სარგებლობის საჭიროების მქონე მოქალაქეთა რაოდენობა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების მაჩვენებელი.
განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2019 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს.