„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ხორუმის“ დაფუძნებისა და დებულების დამტკი¬ცე¬ბის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 8 დეკემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №19 |
|
2018 წლის 28 დეკემბერი ქ. ბათუმი |
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად: |
1.
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ხორუმის“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 8 დეკემბრის №40 დადგენილებაში (გაზეთი ,,აჭარა“ პროექტი№142 (23.207), 12.12.09) და,
ა) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ანსამბლს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც არაუმეტეს მთავრობის უფლებამოსილების ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი ინიციატივით ან მინისტრის წარდგინებით.“. ბ) დებულების მე-5 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს ანსამბლის მიერ განხორციელებული თაობაზე;’’. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან. |
|