,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010240020.32.057.016294
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №28

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის №43 დადგენილებაში (სსმ 19.09.2011) და,

ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის,  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის კანონის მე-6 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად”.

ბ) დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო თავის  საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანო­ნის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.“;

გ) დებულების მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1, სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, აჭარის ავტონო­მიუ­რი რეს­პუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდ­გინებით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.

„2. სააგენტოს დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც სამინისტროს მიერ ჩატარებული გამარტივებული საჯარო კონკურსის საფუძველზე, თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, სააგენტოს დირექტორის  წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.“;

დ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს დირექტორის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში სააგენტოს დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო სააგენტოს დირექტორის მოადგილის არყოფნისას, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას ან სააგენტოს დირექტორის  მოადგილის უფლებამოსლების შეწყვეტის შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირექტორის მიერ წინასწარ განსაზღვრული სააგენტოს ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.“.

ე) დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს წარუდგენს  ანგარიშს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე;“.

2. დადგენილება ძალაშია 2019 წლის 1  იანვრიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე