„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „არსიანი“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016288
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/01/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №22

2018 წლის 28 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „არსიანი“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „არსიანი“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №63 დადგენილებაში და:

ა) დებულების მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ანსამბლის საერთო საქმიანობას ხელმძღვანელობს ანსამბლის დირექტორი, რომელსაც არაუმეტეს მთავრობის უფლე­ბა­მო­სი­ლების ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის მთავრობა. ანსამბლის დირექტორს თანამ­დე­ბო­ბიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი ინიციატივით ან მინისტრის წარდგინებით.

2. ანსამბლის შემოქმედებით საქმიანობას წარმართავს ანსამბლის დირექტორის პირველი მოადგილე (სამხატვრო ხელმძღვანელი), რომელსაც არაუმეტეს დირექ­ტო­რის უფლებამოსილების ვადით, ანსამბლის დირექტორის წარდგინებით ან/და საკუ­თარი ინიციატივით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. ანსამბლის მოსამზადებელი ქორეოგრაფიული ჯგუფისა და ანსამბლთან არსებული სკოლა-სტუდიების საქმიანობას წარმართავს ანსამბლის დირექტორის მოად­გილე (ქორეოგრაფიის დარგში), რომელსაც არაუმეტეს დირექტორის უფლება­მოსი­ლების ვადით, ანსამბლის დირექტორის წარდგინებით ან/და საკუთარი ინიცია­ტივით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.’’.

) დებულების მე-7 მუხლის  მე-4 პუნქტი  შეიცვალოს და  ჩამოყა­ლიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ანსამბლის დირექტორი ვალდებულია კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთ­ხოვ­ნის შემთხვევაში სამინისტროს წარუდგინოს  ანგარიში ანსამბლის მიერ განხორციე­ლე­ბული საქმიანობის თაობაზე.’’.

2. დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეთორნიკე რიჟვაძე