საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის ანგარიშის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5259
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 102, 18/07/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის ანგარიშის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის ანგარიში მიღებულ იქნეს ცნობად.

2. ეროვნულმა ბანკმა გააძლიეროს მუშაობა ინფლაციური პროცესების პროგნოზირების და მათი დროული პრევენციის თვალსაზრისით.

3. ეროვნული ბანკის საბჭოს ყურადღება გამახვილებულ იქნეს იმ უარყოფით სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ლარის გაცვლითი კურსის შემდგომ მკვეთრ გამყარებას.

4. ეროვნული ბანკის საბჭოს მიეცეს რეკომენდაცია, მოახდინოს ბანკის ადმინისტრაციული ხარჯების გადახედვა შემცირების მიმართულებით და ეროვნული ბანკის დებულების („საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისათვის სესხის მიცემისა და დაფარვის შესახებ“) შესაბამისი კორექტირება.

5. გამკაცრდეს კომერციულ ბანკებზე ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრაქტიკა, განსაკუთრებით პრობლემური ბანკების დროული გამოვლენის და მათ მიმართ ადეკვატური ღონისძიებების გატარების თვალსაზრისით; მკაცრად განისაზღვროს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის კრედიტორის ფუნქციის განხორციელების მექანიზმი.

6. ეროვნული ბანკის საბჭომ უზრუნველყოს ფასეულობათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და დაუყოვნებლივ იქნეს გატარებული ზომები საკასო დანაკლისების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.

7. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე               ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5259–რს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის ანგარიშის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის ანგარიშის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.07.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის ანგარიშის თაობაზე“?
„საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის ანგარიშის თაობაზე“ მიღებულია 11.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5259. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის ანგარიშის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.07.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის ანგარიშის თაობაზე“, №5259, 11.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/44434/