კოტონ კლუბ ინვესტმენტს ბი.ვი.-ს განცხადება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების შესახებ სს „გაერთიანებული ტელეკომი“-ს (ს.კ.: 203837875) ყველა დარჩენილი აქციის გამოსყიდვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„კოტონ კლუბ ინვესტმენტს ბი.ვი. ”–ს
განცხადება
სავალდებულო სატენდერო შეთავაზების შესახებ
„კოტონ კლუბ ინვესტმენტს ბი.ვი.” (რეგ. №08099104; 80995157; მის. : დოქტორ ვილლემ დრესვეგ 2, ოფისი 99, 1185 VВ, ამსტელვენი, ნიდერლანდები), რომელიც 2018 წლის 3 დეკემბერს გახდა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ (ს.კ.:203837875) 98 660 029 (ოთხმოცდათვრამეტიმილიონ ექვსასსამოციათას ოცდაცხრა) ცალი ჩვეულებრივი აქციის მესაკუთრე, რაც შეადგენს სს „გაერთიანებული ტელეკომის ” (ს.კ.: 203837875) ხმის უფლების მქონე აქციათა საერთო რაოდენობის 95, 56683%-ს, მოქმედი კანონმდებლობის (საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებს” 532 მუხლის) შესაბამისად წინამდებარე განცხადებით აცხადებს სატენდერო შეთავაზებას სს „გაერთიანებული ტელეკომის“ (ს.კ.: 203837875) ყველა დარჩენილი აქციის გამოსყიდვის თაობაზე.
გამოსყიდვის პირობები და პროცედურები:
შემთავაზებელი მზადაა გამოისყიდოს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ (ს.კ.: 203837875) 3,544 რეგისტრირებული მესაკუთრის საკუთრებაში დარჩენილი 4,576,655 ცალი ჩვეულებრივი აქცია , რაც შეადგენს სს „გაერთიანებული ტელეკომის“ (ს.კ.: 203837875) ხმის უფლების მქონე აქციათა საერთო რაოდენობის 4.43317%-ს.
• სს „გაერთიანებული ტელეკომის“ (ს.კ.: 203837875) აქციათა გამოსასყიდი ფასი შეადგენს 0.00640664 ლარს ერთ აქციაზე.
• აქციათა სამართლიანი ფასი, სავალდებულო სატენდერო შეთავაზების მიზნებისთვის, დადგენილია აუდიტორული კომპანია შპს „მორისონ ჯორჯიას ” (ს.კ.: 206331691) მიერ.
• სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გრძელდება 2019 წლის 15 იანვრიდან 2019 წლის 20 მარტამდე .
• განცხადებები, აქციონერთაგან მიიღება 2019 წლის 20 იანვრიდან 2019 წლის 20 მარტამდე .
• განცხადებები განიხილება 2019 წლის 20 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით და იმავე ვადაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება.
• სს „გაერთიანებული ტელეკომის“ (ს.კ.: 203837875) აქციათა დარჩენილი 4.43317%-ის ანუ 4,576,655 ცალი აქციის სრულად გაყიდვის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, შემთავაზებელი იყიდის აქციათა სრულ რაოდენობას.
• აქციონერთა საყურადღებოდ:
იმისათვის, რომ კომპანიის აქციონერმა გამოხატოს თანხმობა გაყიდოს მის საკუთრებაში არსებული ყველა აქცია შეთავაზების პირობების შესაბამისად, მან შეთავაზების პერიოდის განმავლობაში კომპანიის დამოუკიდებელ რეგისტრატორს – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორს” (შემდგომში „რეგისტრატორი ”) უნდა წარუდგინოს წერილობითი შეტყობინება (შემდგომში „თანხმობის განცხადება“), რომელშიც აღნიშნავს, რომ იგი თანახმაა შეთავაზების პირობებით შემთავაზებელზე გაასხვისოს თავის საკუთრებაში არსებული ყველა აქცია.
რეგისტრატორის მისამართია: საქართველო, თბილისი, ი. ჭავჭავაძისგამზ. №74ა; (შესასვლელი ი. მოსაშვილის ქ. №11) ტელ: +995 32 222 5351; ფაქსი : +995 32 225 1560
განცხადებები აქციონერთაგან აქციების გაყიდვაზე თანხმობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს სატენდერო შეთავაზების ვადის განმავლობაში 2019 წლის 15 იანვრიდან 2019 წლის 20 მარტამდე.
აქციათა გამოსასყიდი ფასის შეფასების ანგარიშის გაცნობა შესალებელია დამოუკიდებელ რეგისტრატორთან.
შემთავაზებელი:
„კოტონ კლუბ ინვესტმენტს ბი.ვი.“-ს გიორგი ჯიქურაშვილი
წარმომადგენელი