„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №4 |
|
2019 წლის 18 იანვარი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების და/ან საჭირო ინფორმაციის პერიოდულად მიწოდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო), მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად;“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“:
ა) მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) С0 − გასული პერიოდის განმავლობაში ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მიღებული (ან მისაღები) ფულადი სოციალური დახმარება − „საარსებო შემწეობა“ („საარსებო შემწეობის“ ოდენობაში გაითვალისწინება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 2019 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარება) ან სხვა ფულადი სოციალური გასაცემელი, რომლის გაცემა „საარსებო შემწეობის“ მიღების შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ან სხვა ფულადი დახმარება, რომლის გაცემა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე.“;
ბ) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. შემოსავლების ინდექსის გამოთვლა
შემოსავლების ინდექსი გამოითვლება ფორმულით:
სადაც:
ა) K4,1 − არის კოეფიციენტი;
ბ) Y4,1 – არის Y4,11, Y4,12, Y4,13-ისა და Y4,14-ის ჯამი:
ბ.ა) Y4,11 – ოჯახის დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში ოჯახის ყველა წევრის ჯამური პირადი ფულადი შემოსავლების (ხელფასისა და ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით) (გარდა სახელმწიფო პენსიისა, სოციალური პაკეტისა, საარსებო შემწეობისა) და გასულ 12 თვეში ოჯახის სხვა ჯამური ფულადი შემოსავლების 1/12 ნაწილის ჯამი;
ბ.ბ) Y4,12 – ოჯახის თითოეული წევრის მიერ წინა მეორე თვეში მიღებულ სახელმწიფო პენსიასა და 180-ს შორის მინიმალური მნიშვნელობების ჯამი;
ბ.გ) Y4,13 – ოჯახის თითოეული წევრის მიერ წინა მეორე თვეში მიღებულ სოციალურ პაკეტსა და „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის 2019 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულ სოციალურ პაკეტს შორის მინიმალური მნიშვნელობების ჯამი;
ბ.დ) Y4,14 – ოჯახის თითოეული წევრის მიერ წინა მეორე თვეში მიღებულ (ან მისაღებ) საარსებო შემწეობასა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის 2019 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობას შორის მინიმალური მნიშვნელობების ჯამი.“;
გ) მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) Y6,4 − Y6,4=l, თუ ოჯახის წარმომადგენელი არის კაცი, Y6,4=0 − წინააღმდეგ შემთხვევაში;“.
|