„რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 2017 − 2031 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №640 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
120210010.10.003.021037
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №22

2019 წლის 28 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 2017 − 2031 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №640 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 2017 − 2031 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №640 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2016, 120210010.10.003.019707) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 2017 − 2031 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-6 და მე-16 მუხლების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 2017 − 2031 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი განხორციელების 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმა.“. 

3. დადგენილებით დამტკიცებული სტრატეგიის – „რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია 2017 – 2031 წლებისთვის“  6.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6.2. სტრატეგიის შესრულებისა და მისი მონიტორინგის მექანიზმი

ამ სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად იქმნება რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ამ სტრატეგიით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულების კონკრეტულ აქტივობებს, შესრულების ვადებს, ინდიკატორებსა და შესრულებაზე პასუხისმგებელ ინსტიტუტებს. გეგმის მოქმედების პერიოდში მის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება წელიწადში ერთხელ წარუდგენს გეგმის შესრულების შესახებ ანგარიშს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო ეს უკანასკნელი – საქართველოს მთავრობას.

სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასების ხარისხობრივი კრიტერიუმები უნდა ემყარებოდეს სტრატეგიაში დასახული მიზნებისა და ამოცანების და გეგმაში მოყვანილი ქმედებების შესრულების ინდიკატორებს.

სამოქმედო გეგმის შესრულების რაოდენობრივი კრიტერიუმებით შესაფასებლად, პასუხისმგებელი უწყებების მიერ წარდგენილი იქნება შესაბამისი თემატური სტატისტიკური პარამეტრები, რომლებიც გამოავლენენ სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესულ და პრობლემურ მხარეებს.

სამოქმედო გეგმის მოქმედების პერიოდის ამოწურვის შემდეგ, აღნიშნული შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით, სახელმწიფო ორგანოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით შედგება ახალი სამოქმედო გეგმა.

ეს სტრატეგია უნდა გადაიხედოს 5 წელიწადში ერთხელ ან/და   5-წლიანი ვადის გასვლამდე, აუცილებლობის შემთხვევაში.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული „რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 15-წლიანი ეროვნული სტრატეგიის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე
📎 დანართები (1)
22-2.doc

რადიოაქტიური ნარჩენების მართვის 15-წლიანი ეროვნული სტრატეგიის 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმა

მიზანი ამოცანები ღონისძიება ვადები პასუხისმგებელი უწყება დაფინანსების წყარო შესრულების ინდიკატორი შენიშვნა
1 რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტების (საცავი, სამარხი, გადამამუშავებე-ლი საწარმო) ერთ ლოკაციაზე კონსოლიდირება
  1. რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ტერიტორიის განსაზღვრა როგორც რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ყველა ობიექტის ლოკაცია

1.1.1 რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის ობიექტების განთავსების ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით ტექნიკური ანგარიშის მომზადება 2019 სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო დონორი ორგანიზაციები: ევროკავშირი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida), შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანო (SSM) მომზადებულია ტექნიკური ანგარიში რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის ობიექტების განთავსების ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით
1.1.2 ტექნიკური ანგარიშის საჯარო განხილვა 2019 სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო დონორი ორგანიზაციები: ევროკავშირი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida), შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანო (SSM) მოწყობილია და მოსახლეობა ჩართულია ტექნიკური ანგარიში საჯარო განხილვებში
1.1.3 ტექნიკური ანგარიშის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა გადაწყვეტილების მისაღებად 2019 სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო დონორი ორგანიზაციები: ევროკავშირი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida), შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანო (SSM) ტექნიკური ანგარიში წარდგენილია საქართველოს მთავრობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად.
2 რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტების ინფრასტრუქტუ-რის განვითარება 2.1 რადიოაქტიური ნარჩენების საცავის, გადამამუშავებელი საწარმოსა და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობა რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის ტერიტორიაზე 2.1.1 რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის ობიექტების პროექტ(ებ)ისადმი ძირითადი მოთხოვნების შემუშავება 2019 სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო დონორი ორგანიზაციები: ევროკავშირი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida), შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანო (SSM) შემუშავებულია ძირითადი მოთხოვნები რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის ობიექტების პროექტ(ებ)ისადმი
2.1.2 რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის ობიექტების დეტალური პროექტ(ებ)ის შემუშავება 2019 სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო დონორი ორგანიზაციები: ევროკავშირი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida), შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანო (SSM) შემუშავებულია რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის ობიექტების დეტალური პროექტ(ებ)ი
2.1.3 რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის ობიექტების უსაფრთხოების შეფასება 2020-2021 სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო დონორი ორგანიზაციები: ევროკავშირი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida), შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანო (SSM) შეფასებულია რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის ობიექტების უსაფრთხოება
3 რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება 3.1 რადიოაქტიური ნარჩენების საცავში განთავსებული მყარი რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავება 3.1.1 რადიოაქტიური წყაროების კონდიცირებისა-თვის საჭირო ტექნიკური ინსფრასტრუქტუ-რის მოწყობა 2019 -2020 სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო დონორი ორგანიზაციები: ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მოწყობილია რადიოაქტიური წყაროების კონდიცირებისა-თვის საჭირო ტექნიკური ინსფრასტრუქტურა
3.2 სოფელ ანასეულში დაბინძურებული ტერიტორიის დეკონტამინაცია და რადიოაქტიური ნარჩენის უსაფრთხო განთავსება. 3.2.1 სოფელ ანასეულში კონტამინირებული ტერიტორიის რადიაციული მონიტორინგი და შედეგების ანალიზი 2019-2021 სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო დონორი ორგანიზაციები: შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანო (SSM) განხორციელებუ-ლია სოფელ ანასეულში კონტამინირებული ტერიტორიის რადიაციული მონიტორინგი და შედეგების ანალიზი
3.2.2 სოფელ ანასეულში კონტამინირებული ნიადაგის რემედიაციის გეგმის შემუშავება 2019-2021 სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო დონორი ორგანიზაციები: შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელ ორგანო (SSM) შემუშავებულია სოფელ ანასეულში კონტამინირებული ნიადაგის რემედიაციის გეგმა
4 ადმინისტრაციული, ტექნიკური და ადამიანის რესურსების განვითარება 4.1 რადიოაქტიური ნარჩენების ტრანსპორტირებისა-თვის სპეციალიზირებული ავტომობილებით უზრუნველყოფა 4.1.1 სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უზრუნველყოფა სპეციალური ავტომობილით რადიოაქტიური ნარჩენების გადასაზიდად 2019 სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო დონორი ორგანიზაციები: აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო უზრუნველყოფი-ლია სპეციალური ავტომობილით რადიოაქტიური ნარჩენების გადასაზიდად
4.2 საქმიანობისათვის აუცილებელი აპარატურით უზრუნველყოფა 4.2.1. არსებული რადიომეტრული აპარატურის განახლება 2019 სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო დონორი ორგანიზაციები: აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო განახლებულია რადიომეტრული აპარატურა
4.3 კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების უზრუნველყოფა 4.3.1 რადიოაქტიურ ნარჩენებთან მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება მიმდი-ნარე სსიპ – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო დონორი ორგანიზაციები: აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ამაღლებულია რადიოაქტიურ ნარჩენებთან მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაცია