„შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 აპრილის №167 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№332
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.020041
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №332

2017 წლის 7 ივლისი

   ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების   შესახებ“   საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სტრატეგიისა და მისი განხორციელების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 აპრილის №167 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/04/2016, 010240010.10.003.019232) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

1.  დადგენილებით დამტკიცებული „შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სტრატეგია და მისი განხორციელების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის“ დანართ 1-ში შედეგი 6 – ინდიკატორები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ინდიკატორები

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ფლობს ზოგად ინფორმაციას შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელების შესახებ, მასზე გაწეული დაფინანსების, მონაწილეთა რაოდენობისა და ა.შ. გათვალისწინებით; ფუნქციონირებს დასაქმების ხელშეწყობის სამსახურების მონიტორინგის სრულყოფილი მექანიზმი; შრომის ბაზრის აქტიური პროგრამების განხორციელების შესახებ საერთო სტატისტიკა ხელმისაწვდომია პოლიტიკის შემქმნელებისა და საზოგადოებისათვის.“.

2. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელების 2016-2018 წლის სამოქმედო გეგმის აქტივობა 6.1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.1 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში განათავსებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშს განხორციელებული შრომის ბაზრის აქტიური პროგრამების თაობაზე.“.

3. შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელების 2016-2018 წლის სამოქმედო გეგმის აქტივობა 6.1-ის შესრულების ინდიკატორი 4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში განთავსებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის პროგრამების ანგარიში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი