ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2019 წლის 30 იანვარი ქ. ლანჩხუთი |
|
ა) მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა; (პროგრამის კოდი 06 02 06);
ბ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 02);
გ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 09);
დ) ომის მონაწილე ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა; (პროგრამის კოდი 06 02 08);
ე) მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 05);
ვ) ცენტრ ,,იავნანას” თანადაფინანსების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 04);
ზ) ბიკარბონატული ჰემოდიალიზით-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების დაფინანსების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 01);
თ) იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 07);
ი) სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 03);
კ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარების პროგრამა; (პროგრამის კოდი 06 02 12);
ლ) ლანჩხუთის რეგიონალური ორგანიზაციის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ სარეაბილიტაციო თანადაფინანსების პროგრამა ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალებისათვის (პროგრამის კოდი 06 02 10);
მ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 11);
ნ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 13);
ო) ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 14);
პ) მედიკამენტების შეძენაზე დახმარების პროგრამა (პროგრამის კოდი 06 02 15);
ჟ) შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა. (პროგრამის კოდი 06 02 16).
ა) მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა – განცხადება, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი, ცნობა სოციალური სააგენტოდან, რომ არის სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე;
ბ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა – განცხადება, მშობლების პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი, ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები, მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი, ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიში და სოციალური სააგენტოდან სარეიტინგო ქულის ამონაწერი;
გ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა – განცხადება, ცნობა, რომ ბენეფიციარს არ აქვს საცხოვრებელი ფართი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დასკვნა სახლის მდგომარეობის შესახებ, განმცხადებლის და საცხოვრებელი ფართის მეპატრონის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, განმცხადებლის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი, ფართის მეპატრონის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ბენეფიციარსა და საცხოვრებელი ფართის მეპატრონეს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება და საცხოვრებელი ფართის მეპატრონის ბანკის ანგარიში;
დ) ომის მონაწილე ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა – განცხადება, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი, ცნობა სოციალური სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ, ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, გარდაცვალების მოწმობის ასლი, საბანკო ანგარიში;
ე) მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა-მუნიციპალიტეტის მერსა და ა(ა)იპ ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის პრორექტორს შორის გაფორმებული შეთანხმების აქტი; პრორექტორის მიერ თანხის ყოველთვიური მოთხოვნა;
ვ) ცენტრ „იავნანას“ თანადაფინანსების პროგრამა – კომუნალური ხარჯების, ჰიგიენისა და ყოველდღიური მოხმარების საგნების თანხის კალკულაციის წარმოდგენა;
ზ) ბიკარბონატული ჰემოდიალიზით-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების დაფინანსების პროგრამა – განცხადება, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა N100, ბენეფიციარის ან ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში და პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ბენეფიციარის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი.
თ) იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა-განცხადება, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი და საბანკო ანგარიში;
ი) სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამა – ბენეფიციარმა ან მისმა ოჯახის წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: განცხადება; სამკურნალო დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა და კალკულაცია; განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი (სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი),; ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ(პროგრამით ისარგებლებენ 0-დან 150000 სარეიტინგო ქულის მქონე ბენეფიციარები); ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100, დედანი); ცნობა დაზღვევის ფარგლებში დაფინანსების ოდენობის ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ; ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე, გაწეული სამედიცინო მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ;
შენიშვნა: ისეთ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა სასწრაფო (გადაუდებელი) სამედიცინო ოპერაციების, სასწრაფო (გადაუდებელი) სამედიცინო კვლევების თანადაფინანსება, ასევე არაპროგრამული რეფერალური მომსახურება უნაღდო ანგარიშსწორებით (ინვოისით წარმოდგენილი ასანაზღაურებელი თანხა არაუმეტეს 400 ლარისა) – რომელიც არ ჯდება მერიის თანადაფინანსების პროგრამაში, მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით შესაძლებელია განხორციელდეს სარეიტინგო ქულის წარმოდგენის გარეშეც. ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და საკრებულოს წევრის შუამდგომლობის საფუძველზე;
კ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში, უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარების პროგრამა – განცხადება, ბენეფიციარის ან ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი(სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი), სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დასკვნა სახლის მდგომარეობის შესახებ, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის(საკრებულოს წევრის) შუამდგომლობა; „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის ამონაწერი; სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული შესაბამისი მიმართვა (ასლი) ან ცნობა; ბენეფიციარის საბანკო ანგარიში. გადაწყვეტილება მიიღება მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ;
ლ) ლანჩხუთის რეგიონალური ორგანიზაციის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ სარეაბილიტაციო თანადაფინანსების პროგრამა ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციები ქალებისათვის-ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილ პროგრამებზე გახარჯული თანხის კალკულაციის წარმოდგენა და საბანკო ანგარიში;
მ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა დახმარების პროგრამა-განცხადება, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი(სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი), ბენეფიციარის საბანკო ანგარიში;
ნ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა-განცხადება, მერის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის(საკრებულოს წევრის) შუამდგომლობა; გარდაცვალების მოწმობის ასლი, საბანკო ანგარიში;
ო) ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების პროგრამა – განცხადება, განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი(სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი), ბენეფიციარის საბანკო ანგარიში, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის(საკრებულოს წევრის) შუამდგომლობა; სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული შესაბამისი მიმართვა ან დასკვნა. მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. გადაწყვეტილება მიიღება მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ.
პ) მედიკამენტების შეძენაზე დახმარების პროგრამა – განცხადება, განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი (სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი), ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა №IV-100/ა); სამედიცინო დაწესებულების/აფთიაქის მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა; ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ. (ომის ვეტერანები თავისუფლდებიან სარეიტინგო ქულის წარმოდგენისაგან) თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების/აფთიაქის საბანკო ანგარიშზე, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად. მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. პროგრამით ისარგებლებენ ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65001-დან არ აღემატება 150000-ს.“;
ჟ) შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა-განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი(სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან საინფორმაციო ბარათი), ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან (ფორმა № IV-100/ა) სამკურნალო დაწესებულების ანგარიშ-ფაქტურა. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად. მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 11 იანვრის №1 დადგენილება (ვებგვერდი 15/01/2018, სარ. კოდი: 190020020.35.112.016337).ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ტაბიძე
დანართი