ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და ნებართვის ფორმის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2019
ძალაში შესვლა 01.01.2020
ძალის დაკარგვა 26.12.2022
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.142.016226
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2019
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 23.12.2022
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და ნებართვის ფორმის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 19.09.2018
დოკუმენტის ტექსტი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და ნებართვის ფორმის დადგენის შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2019 წლის 30 იანვარი
ქ. ნინოწმინდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და ნებართვის ფორმის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. დადგინდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი დანართი 1-ის შესაბამისად.
2. დადგინდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისათვის პირობებისა და ადგილების განსაზღვრის წესი დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და ნებართვის ფორმის დადგენის შესახებ“ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 სექტემბრის №44 დადგენილება (
www. matsne.gov.ge, 01/11/2018, 010250020.35.142.016221).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი
დანართი
№1
ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
გარე
ვაჭრობის
რეგულირების
წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. წინამდებარე წესი არეგულირებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეეებში, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს.
2. გარე ვაჭრობად ითვლება:
ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა);
ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეში განთავსება;
გ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან.
მუხლი 2🔗.
გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი
წინამდებარე წესის მიზანია:
ა
) ქ
. ნინოწმინდის
დაცვა
;
ბ
) საგზაო
მოძრაობის
უსაფრთხოების
უზრუნველყოფა
;
გ
) ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტის
მოსახლეობის
ინტერესების
დაცვა
.
მუხლი 3🔗.
გარე
ვაჭრობის
ადგილების
განსაზღვრა
1. ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
გარე
ვაჭრობის
ადგილების
გეგმასა
და
ნებარდართული
/აკრძალული
პროდუქტების
და
ნივთების
რეალიზაციის
წესს
, ნინოწმინდის
მუნიციპალიტეტის
მერის
ინიციატივით
ან
/და
დაინტერესებული
პირის
განცხადების
საფუძველზე
, ამტკიცებს
საკრებულო
.
2. გარე
ვაჭრობისათვის
განკუთვნილი
ადგილების
განსაზღვრა
შეიძლება
მოხდეს
განსაზღვრული
ვადით
ან
სეზონურად
, მათ
შორის,
კვირის
კონკრეტული
დღეებისათვის
, სადღესასწაულო
და
წინასადღესასწაულო
დღეებში
, ასევე
სხვა
ფართომასშტაბიანი
ღონისძიებებისა
და
აქციების
მოწყობისას
.
მუხლი 4🔗.
გარე ვაჭრობის ორგანიზება
1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს მუნიციპალიტეტის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.
2. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
3. აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტი, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, ბოსტნეული, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი, პური, სუნელები და სანელებლების) გარე ვაჭრობა, დაუფასოებელი (დაფქული) სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება (მათ შორის, ფიზიკური პირების მიერ) შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის თვალწინ, ადგილზე ხდება მათი დაფქვა.
4. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები;
ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;
გ) ყვავილები;
დ) ხილ-ბოსტნეული მხოლოდ მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);
ე) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და რეალიზაციის პროცესში);
ვ) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები;
ზ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით).
5. ნებადართული და აკრძალული პროდუქციის სახეობები ქუჩების მიხედვით მოცემულია წინამდებარე დადგენილების დანართი №2-ის სახით.
6. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 5🔗.
გარე ვაჭრობისათვის ადგილების გამოყოფა
გარე ვაჭრობისათვის ადგილებს, საკრებულოს მიერ დამტკიცებული წინამდებარე წესის შესაბამისად, გამოყოფს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი შემდეგი პირობებით:
ა) განმცხადებლის მიერ გარე ვაჭრობისათვის მოთხოვნილი შესაბამისი ფართის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით გადაცემა ხორციელდება ნინიწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მიერ პროექტის შეთანხმების შემდგომ, პირდაპირი განკარგვის წესით, საკრებულოსთან შეთანხმებით იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი იმ ფართის ან/და ობიექტის მესაკუთრეა, რომლის წინაც ითხოვს გარე ვაჭრობას;
ბ) სხვა შემთხვევებში ადგილების განკარგვა მოხდეს პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით.
მუხლი 6🔗.
გარე ვაჭრობის კონტროლი
1. დადგენილების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის და ზედამხედველობის სამსახურებს მათი კომპეტენციის ფარგლებში.
2. წინამდებარე წესის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წესის შესაბამისად ითვლება გარე ვაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს საიჯარო ხელშეკრულებისა და წინამდებარე წესის მოთხოვნებს, ჩაითვლება ხელშეკრულების დარღვევად, რა დროსაც მეიჯარე იტოვებს უფლებამოსილებას, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
დანართი
№2
გარე ვაჭრობისათვის პირობებისა და ადგილების განსაზღვრის წესი
ნინიწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისთვის აკრძალული ქუჩები.
გარე ვაჭრობა აკრძალულია ქ. ნინოწმინდის შემდეგ ქუჩებზე (გარდა წინასაახალწლო პერიოდისა):
ა) თავისუფლების ქუჩაზე მთლიანად;
ბ)პუშკინის ქუჩაზე – გოგოლის ქუჩის გზაჯვარედინიდან ტერიანის ქუჩის გზაჯვარედინამდე;
გ)ჰოვსეფიანის ქუჩაზე – თავისუფლების ქუჩის გზაჯვარედინიდან გოგოლის ქუჩის გზაჯვარედინამდე;
დ) დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მთლიანად.
მუხლი 2🔗. გარე ვაჭრობისთვის პირობების განსაზღვრა
1. დანართი №2-ის 1-ლი მუხლით განსაზღვრულ ქუჩებზე გარე ვაჭრობის აკრძალვები ვრცელდება ყველა სახის პროდუქციაზე, გარდა წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, ყვავილებისა და სუვენირების რეალიზაციისა. ამისათვის საჭირო კონსტრუქციები, სტელაჟები, სწრაფი გადახდის (ე.წ. ფეიბოქსები) აპარატები, ბანკომატები, ნაყინის, წყლის და ყავის აპარატები უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე სტანდარტებს, რომლის განთავსების ადგილი გაბარიტები და დიზაინი უნდა შეუთანხმდეს ნინიწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურს.
2. ამავე ზონაში დასაშვებია ღია კაფეების მოწყობა, განცხადებისა და ესკიზური ნახაზის წარმოდგენის შემდეგ, სეზონურად, გარკვეული ვადით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით: ა) დროებითი კაფეს მოწყობა შესაძლებელია მხოლოდ შენობაში განთავსებული კვების ობიექტის მომიჯნავედ მდებარე გარკვეულ ტერიტორიაზე, სადაც პროდუქტის რეალიზაცია და ანგარიშსწორება უნდა ხორციელდებოდეს შენობა-ნაგებობის შიდა სივრცეში. წარმოდგენილი ესკიზი უნდა შეესაბამებოდეს ქალაქის იერ-სახეს;
ბ) განსათავსებელი კონსტრუქციები, მაგიდები, სკამები თუ პლატფორმა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილებას, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
გ) საჩრდილობელი ქოლგების გაბარიტები არ უნდა აღემატებოდეს გარე ვაჭრობისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრებს.
3. აიკრძალოს ამავე ზონაში არსებულ სავაჭრო, სასურსათო, საბითუმო, სამშენებლო თუ სხვა ტიპის ობიექტებში ნივთების რეალიზება ობიექტის პერიმეტრს გარეთ. ასევე იკრძალება ნებისმიერ ზონაში მალფუჭებადი სურსათის რეალიზება სპეციალურად დაცულ აპარატებსა თუ მაცივრებში განთავსების გარეშე (იგულისხმება რძის ნაწარმი, ხორცი, თევზი და ა.შ.).
4. დაშვებულ იქნეს ნებისმიერი ტიპის გარე ვაჭრობა ყველა დანარჩენ ქუჩაზე განთავსებულ ობიექტებთან, ნებისმიერი პროდუქციის რეალიზება უნდა განხორციელდეს სპეციალურად შერჩეულ და შეთანხმებულ კონსტრუქციაზე, გარე ვაჭრობისთვის აკრძალული ქუჩების კვეთამდე არაუახლოეს 10 (ათი) მეტრისა.
5. გარე ვაჭრობისთვის გამოყოფილ ადგილებში დაშვებული პროდუქციის რეალიზება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ შეიზღუდოს და არ შეუქმნას დაბრკოლება ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილებას და ველობილიკზე ველოსიპედით მოსარგებლეთა გადაადგილებას. განსათავსებელი კონსტრუქცია საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს მოსახლეობას.
6. სწრაფი ჩარიცხვისა და სხვა ტიპის აპარატების განთავსება უნდა განხორციელდეს ისე, რომ აპარატის უკანა კედელი ემიჯნებოდეს ტროტუარზე განთავსებული შენობის ფასადს, იერ-სახის დამახინჯებისგან თავის ასარიდებლად და ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით დაუშვებელია ამ აპარტების კვების წყარო, ე.წ. ელექტროსადენი იყოს ხილვადი და ხელმისაწვდომი, ის ისე უნდა მიუერთდეს აპარატს, რომ არ იყოს თვალსაჩინო.
7. აღნიშნული აკრძალვები არ ვრცელდება სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას.