ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №22 |
|
2022 წლის 23 დეკემბერი ქ. ნინოწმინდა |
|
ბ) სეზონური გარე ვაჭრობა – ისეთი ნივთით/საქონლით ან მომსახურებით გარე ვაჭრობა, რომელიც სპეციფიკურია წლის კონკრეტული დროის მონაკვეთისთვის;
გ) სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში, ასევე ტრადიციით დამკვიდრებულ სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში ბაზრობა-გამოფენებისთვის ნივთით/საქონლით ან მომსახურებით გარე ვაჭრობა;
დ) ნივთი – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული ნივთი;
ე) საზოგადოებრივი სივრცე – სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, სკვერი, პარკი, ბულვარი, ბაღი, ბუნებრივი და ხელოვნური ლანდშაფტი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები.
ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა);
ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური,მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეში განთავსება;
გ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან.
ა) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დაცვა;
ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების შეზღუდვის თავიდან აცილება;
დ)ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.
ა) ქ. ნინოწმინდაში - თავისუფლების, დავით აღმაშენებლის, პუშკინის, სპანდარიანის, კარლ-მარქსის, ტერიანისა და ჰოვსეფიანის ქუჩებზე, გარდა ბაზრისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიისა;
ბ) რელიგიურ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებთან, სასწავლო-სააღმზრდელო და მუნიციპალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებთან 20 მეტრიან რადიუსში.
2. სეზონური გარე ვაჭრობა დაიშვება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ადგილებში.
3. სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში გარე ვაჭრობა დაიშვება მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.
4. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის ადგილების გეგმასა და ნებარდართული/აკრძალული პროდუქტების და ნივთების რეალიზაციის წესს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, ამტკიცებს საკრებულო.
5. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების განსაზღვრა შეიძლება განსაზღვრული ვადით ან სეზონურად, მათ შორის კვირის კონკრეტული დღეებისათვის, სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას შემდეგი პირობებით:
ა) განმცხადებლის მიერ, გარე ვაჭრობისათვის მოთხოვნილი შესაბამისი ფართის სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, აღნაგობის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემა ხორციელდება ქალაქ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით, თუ განმცხადებელი იმ ფართის ან/და ობიექტის მესაკუთრეა, რომლის წინაც ითხოვს გარე ვაჭრობას;
ბ) სხვა შემთხვევებში ადგილების განკარგვა მოხდება პირდაპირი განკარგვის, ან აუქციონის წესით;
გ) აუქციონის წესი, აუქციონში მონაწილეობის პირობები და აუქციონთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით.
6. გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის თაობაზე, ქალაქ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარსადგენად, საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, წინადადებებს ამზადებს ქალაქ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური.
2. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები;
ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;
გ) ყვავილები;
დ) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული).
3. სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით:
ა) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები (მათ შორის, ბურახი);
ბ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით);
გ) შეშა (სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში);
დ) ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.
4. საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე გარე ვაჭრობის საკითხი წინასწარ უნდა იქნეს შეთანხმებული სსიპ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან.
5. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა.
7. სწრაფი ჩარიცხვისა და სხვა ტიპის აპარატების განთავსება უნდა განხორციელდეს ისე, რომ აპარატის უკანა კედელი ემიჯნებოდეს ტროტუარზე განთავსებული შენობის ფასადს, იერ-სახის დამახინჯებისგან თავის ასარიდებლად და ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით დაუშვებელია ამ აპარტების კვების წყარო, ე.წ. ელექტროსადენი იყოს ხილვადი და ხელმისაწვდომი, ის ისე უნდა მიერთდეს აპარატს, რომ არ იყოს თვალსაჩინო.
8. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური) გარე ვაჭრობა.
9. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სუნელებითა და სანელებლებით გარე ვაჭრობა.
10. გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
2. გარე ვაჭრობისთვის გამოყოფილ ადგილებში დაშვებული პროდუქციის რეალიზება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ შეიზღუდოს და არ შეუქმნას დაბრკოლება ტროტუარზე ქვეითთა, ხოლო ველობილიკზე, ველოსიპედით მოსარგებლეთა გადაადგილებას. განსათავსებელი კონსტრუქცია საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს მოსახლეობას.
3. აღნიშნული აკრძალვები არ ვრცელდება სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე, სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას.