ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 04.02.2019
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.158.016458
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/02/2019
matsne.gov.ge 604 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (5)
1 ქ. ბოლნისი
2 დაბა კაზრეთი და დაბა თამარისი
3 სოფლები და მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორია
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იმრან მ. გასიმოვი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
ტერიტორია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 16.01.2026 ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 31.01.2018 ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 31.03.2020 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 25.02.2015 თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი(ქონების)გადასახადის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 18.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2019 წლის 4 თებერვალი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის  „გ.დ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, ასევე მე-200 201-ე, 202-ე, 203-ე, 204-ე, 205-ე, 206-ე  მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნას ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 მარტის  №22 დადგენილება. მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან  წარმოშობილ  საგადასახადო  ურთიერთობებზე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიიმრან მ. გასიმოვი დანართი №1    ბოლნისის   მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე  ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები მუხლი 1🔗. ქონებაზე  გადასახადის  განაკვეთი  განისაზღვროს  შემდეგნაირად: 1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი  ქონების ღირებულების 1%-ის  ოდენობით. ამ  პუნქტის  მიზნებისათვის   დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული  წლის  დასაწყისისა და  ბოლოსთვის  აქტივების   საშუალო   ღირებულების     მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ  უძრავ   ქონებასთან   მიმართებით  უნდა   გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, გამოიყენება  პირველი პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობა. 2.  დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი პუნქტის  „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება: ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავს გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება; ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით; ბ)  საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.  3. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით  გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა  და  ბოლოსთვის  აქტივების საშუალო ღირებულების  მიხედვით) 1%-ით. 4. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვროს მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6%-ით. მუხლი 2🔗. 1. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია: ა) 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.  მუხლი 3🔗. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, მისი კატეგორიის მიხედვით: ა) სახნავისთვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე და საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის – 100 ლარი; ბ) სათიბი (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული) – 20 ლარი; გ) საძოვარი (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული) – 16 ლარი. მუხლი 4🔗. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ტყის მიწებისათვის ქონების გადასახადი განისაზღვროს ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების შესაბამისი ოდენობით.                                  მუხლი 5🔗. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი  მიწების  ერთ  ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 (სამი) ლარი. მუხლი 6🔗. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია: № ტერიტორია საბაზისო განაკვეთი ტერიტორიული კოეფიციენტი გადასახადის განაკვეთი (ლარი) 1 ქ. ბოლნისი 0.24 1 0.24 2 დაბა კაზრეთი და დაბა თამარისი 0.24 0.75 0.18 3 სოფლები და მუნიციპალიტეტის სხვა ტერიტორია 0.24 0.5 0.12 მუხლი 7🔗. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია: 1. საქართველოს საგადასახადო  კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული ქონება.                2. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი 3000 კვ-მდე 3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი 50 კვ.მ-მდე.