„ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის, გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.158.016459
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2019 წლის 4 თებერვალი

ქ. ბოლნისი

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 ნაწილების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილებაბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის, გადახდის ინსტრუქციისა და დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის ფორმის დამტკიცების შესახებბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 დეკემბრის №47 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2018, 010250050.35.158.016451) და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1.  დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

2. დანართი №2-ის  მე-5  მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნ

1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.

2. დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხება საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების იმ ფართობს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსაკრებელი იანგარიშება მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.

3. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადახდილი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიიმრან მ. გასიმოვი