ასპინძის მუნიციპალიტეტის, ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.02.2019
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.140.016384
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2019
matsne.gov.ge 2,684 სიტყვა · ~13 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (8)
ქონება
საქართველოს   კანონმდებლობის   შესაბამისად მუნიციპალიტეტის   საკუთრებაში   არსებული, ბალანსზე რიცხული ქონება.
მუხლი 2
ჩამოსაწერი ქონება
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება.
მუხლი 2
შესაბამისი  ორგანიზაცია
ასპინძის  მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი  ან/და წარმომადგენლობითი ორგანო
მუხლი 2
საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში
კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია.
მუხლი 2
ორგანიზაცია
ასპინძის  მუნიციპალიტეტის   მიერ  დაფუძნებული  არასამეწარმეო   (არაკომერციული) იურიდიული პირი.
მუხლი 2
საინვენტარიზაციო  კომისია  (შემდგომში  კომისია)
ქონების  ინვენტარიზაციის  მიზნით  ორგანიზაციაში შექმნილი კომისია.
მუხლი 2
საწარმო
ასპინძის  მუნიციპალიტეტის   100%-იანი   წილობრივი  მონაწილეობით  არსებული  საწარმო (სააქციო საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება).
მუხლი 2
საინვენტარიზაციო   კომისია  (შემდგომში
კომისია)  –  ქონების  ინვენტარიზაციის   მიზნით  საწარმოში შექმნილი კომისია.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (6)
1 2
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ბუღალ ტრული ცვეთის წლიური ნორმა საბოლოო ფაქტობ რივი მდგომა რეობით
ლარი %
N დანახარჯების ლიკვიდაცია
დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

მარტვილის მუნიციპალიტეტის, მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მარტვილის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 26.12.2025 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 03.10.2022 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის, შენობა - ნაგებობის დემონტაჟის ან/და ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვის მიზნით გასხვისების ან სხვა ნებისმიერი სახით განკარგვის წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.10.2021 ბოლნისის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 20.02.2017 აბაშის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აგრეთვე 50 პროცენტზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 19.06.2017

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის, ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №8 2019 წლის 15 თებერვალი დაბა ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის, ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 106​1 მუხლის მე-14  პუნქტის შესაბამისად,  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗  დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად; მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი, დანართი №2-ის  შესაბამისად; მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი, დანართი №3-ის  შესაბამისად. მუხლი 4🔗 დამტკიცდეს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული ფორმები, დანართი №4-ის  შესაბამისად. მუხლი 5🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე დანართი №1 ასპინძის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი მუხლი 1🔗. ტერმინთა განმარტებები  წინამდებარე    წესი   განსაზღვრავს    ასპინძის    მუნიციპალიტეტის    საკუთრებაში    არსებული,    ბალანსზე რიცხული  ქონების   ინვენტარიზაციისა    და   ამორტიზებული   ან/და   გამოუყენებელი   ქონების   ჩამოწერის პროცედურებს და პირობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1.  ქონება   –   საქართველოს   კანონმდებლობის   შესაბამისად მუნიციპალიტეტის   საკუთრებაში   არსებული, ბალანსზე რიცხული ქონება. 2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 3. შესაბამისი  ორგანიზაცია  –  ასპინძის  მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი  ან/და წარმომადგენლობითი ორგანო; 4. საინვენტარიზაციო კომისია (შემდგომში – კომისია) – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია. მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება 1. ორგანიზაციაში ინვენტარიზაცია ტარდება „ძირითადი საშუალებების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა,  ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს  რესპუბლიკის  ფინანსთა  სამინისტროს  კოლეგიის  1995  წლის  1  აგვისტოს  №12-03 დადგენილებით  დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად. 2. ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალების ჩამოწერა ხდება ყოველი წლის ბოლოს ჩატარებული  აქტივებისა  და ვალდებულებათა  ინვენტარიზაციის  საფუძველზე,  ხოლო ჩამოწერის შედეგები აისახება დაწესებულების წლიურ ბალანსზე. გამონაკლის შემთხვევაში თუ ამას დაწესებულების ინტერესები მოითხოვს, ქონების ჩამოწერა შეიძლება განხორციელდეს წლის სხვა პერიოდშიც. მუხლი 4🔗. საინვენტარიზაციო კომისია 1. ასპინძის  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებული, ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. 2. საინვენტარიზაციო  კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით. 3. კომისია შედგება არანაკლებ ხუთი წევრისგან. 4. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. 5. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე. 6. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები. 7. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. 8.  კომისია  უფლებამოსილია  განიხილოს  საკითხი,  თუ  მის  სხდომას  ესწრება  კომისიის  სრული შემადგენლობის  ნახევარზე  მეტი  მაინც.  კომისიის  მიერ  საკითხი  გადაწყვეტილად  ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 9. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას,  ასაბუთებს  მისი  ბალანსიდან  ჩამოწერის  აუცილებლობას  და ამზადებს ქონების ჩამოწერისთვის საჭირო დოკუმენტაციას. მუხლი  5🔗.  ასპინძის   მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებული,  ბალანსზე  რიცხული  ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა 1. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი  ქონების  ჩამოწერის  საფუძველს  წარმოადგენს  საინვენტარიზაციო  კომისიის  მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების ნუსხა, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა. 2. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას. 3. საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო  კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას. 4. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი    ქონების   ჩამოწერის   მიზნით   ასპინძის    მუნიციპალიტეტის   მერი   საინვენტარიზაციო კომისიის  მიერ  წარმოდგენილი  დოკუმენტაციის  საფუძველზე  ამტკიცებს  ჩამოსაწერი  ქონების ნუსხას,  რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა. 5.  ჩამოწერის  შემდეგად  მიღებული  მასალები,  რომელიც  ექვემდებარება  შემოსავალში  აღებას  და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე. 6.   ასპინძის  მუნიციპალიტეტის   საკუთრებაში   არსებული,   ბალანსზე   რიცხული   ამორტიზებული   და გამოუყენებელი      ქონების     ჩამოწერის     მიზნით     საინვენტარიზაციო      კომისიის     მიერ     წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საინვენტარიზაციო კომისიას. მუხლი 6🔗. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ქონების  განკარგვა,  რომელიც  ქონების  ჩამოწერის  შემდეგ  ექვემდებარება  შემოსავალში  აღებას და შემდგომ გამოყენებას, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 7🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება 1.  ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და გამოუსადეგარია, ექვემდებარება განადგურებას. 2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაცია. 4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში. 5. ქონების განადგურების  თაობაზე  დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის  მიერ. 7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია შესაბამისი ორგანიზაცია. დანართი №2 ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  წინამდებარე    წესი   განსაზღვრავს    ასპინძის    მუნიციპალიტეტის    მიერ   დაფუძნებული    არასამეწარმეო (არაკომერციული)    იურიდიული    პირების    საკუთრებაში    არსებული    (ბალანსზე    რიცხული)    ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პრინციპებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი   ნივთი. 2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 3.  ორგანიზაცია  –  ასპინძის  მუნიციპალიტეტის   მიერ  დაფუძნებული  არასამეწარმეო   (არაკომერციული) იურიდიული პირი. 4. საინვენტარიზაციო  კომისია  (შემდგომში  კომისია)  –  ქონების  ინვენტარიზაციის  მიზნით  ორგანიზაციაში შექმნილი კომისია. მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება ორგანიზაციაში      ინვენტარიზაცია      ტარდება      „ძირითადი      საშუალებების,      სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა,  ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ“  საქართველოს  ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს №12-03 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის  დამტკიცების  შესახებ”  საქართველოს  ფინანსთა  მინისტრის  2010  წლის  23 ივლისის  №605  ბრძანების შესაბამისად. მუხლი 4🔗. საინვენტარიზაციო კომისია 1. ორგანიზაციის  ქონების ინვენტარიზაციისა  და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი  ქონების ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. 2.     საინვენტარიზაციო     კომისია     იქმნება     და    მისი     შემადგენლობა     განისაზღვრება     ორგანიზაციის ხელმძღვანელის შესაბამისი აქტით. 3.   კომისიის   შემადგენლობას   განსაზღვრავს   შესაბამისი   ორგანიზაციის   ხელმძღვანელი,   კომისია   უნდა შედგებოდეს მინიმუმ ხუთი წევრისგან. 4. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. 5. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე. 6. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები. 7. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. 8.  კომისია  უფლებამოსილია  განიხილოს  საკითხი,  თუ  მის  სხდომას  ესწრება  კომისიის  სრული შემადგენლობის  ნახევარზე  მეტი  მაინც.  კომისიის  მიერ  საკითხი  გადაწყვეტილად  ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 9. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას,  ასაბუთებს  მისი  ბალანსიდან  ჩამოწერის  აუცილებლობას  და ამზადებს ქონების ჩამოწერისთვის საჭირო დოკუმენტაციას. მუხლი 5🔗. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა 1.   ორგანიზაციის    საკუთრებაში    არსებული   ამორტიზებული    და   გამოუყენებელი    ქონების   ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების ნუსხა, ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი, საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტები და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა. 2. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას. 3. საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო  კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას. 4.  ორგანიზაციის  საკუთრებაში  არსებული  და  მის  ბალანსზე  რიცხული  ამორტიზებული  ან/და გამოუყენებელი  ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხა შესაბამის მასალებთან ერთად (საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარმოდგენილი ღირებულების დადგენისა ან/და ლიკვიდაციის აქტები), ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ ძირითადი აქტივების ჩამოწერის თაობაზე შესათანხმებლად წარედგინება ასპინძის  მუნიციპალიტეტის მერს. 5. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი, ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე,   ითანხმებს   ჩამოსაწერი   ძირითადი   აქტივების   ნუსხას,   რის  საფუძველზეც   ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია. 6. ორგანიზაციის  საკუთრებაში  არსებული  (ბალანსზე  რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად  წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე. 7.  ჩამოწერის  შემდეგად  მიღებული  მასალები,  რომელიც  ექვემდებარება  შემოსავალში  აღებას  და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს ორგანიზაციის ბალანსზე. 8.   ორგანიზაციის   საკუთრებაში   არსებული   ამორტიზებული   ან/და   გამოუყენებელი   ქონების   ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციის ხელმძღვანელს. მუხლი 6🔗. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია 1. ჩამოწერილი ქონების (გარდა მე-7 მუხლით განსაზღვრული ქონებისა) რეალიზაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება ორგანიზაციის ანგარიშზე. მუხლი 7🔗. ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება 1. ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და გამოუსდეგარია ექვემდებარება განადგურებას. 2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია. 3. ქონების განადგურებას ორგანიზაციულად და ტექნიკურად უზრუნველყოფს ორგანიზაცია, რომელსაც ეკუთვნის გასანადგურებელი ქონება. 4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში. 5. ქონების განადგურების  თაობაზე  დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ. 7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია ორგანიზაციის ხელმძღვანელი. დანართი №3 ასპინძის მუნიციპალიტეტის 100% - იანი  წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი  ქონების ჩამოწერის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი განსაზღვრავს ასპინძის მუნიციპალიტეტის 100%-იანი  წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის პრინციპებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი. 2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 3.  საწარმო  –  ასპინძის  მუნიციპალიტეტის   100%-იანი   წილობრივი  მონაწილეობით  არსებული  საწარმო (სააქციო საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება). 4.  საინვენტარიზაციო   კომისია  (შემდგომში   –  კომისია)  –  ქონების  ინვენტარიზაციის   მიზნით  საწარმოში შექმნილი კომისია. მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება  საწარმოში  ინვენტარიზაცია  ტარდება  „ძირითადი  საშუალებების,  სასაქონლო-მატერიალურ  ფასეულობათა, ფულადი  საშუალებებისა  და ანგარიშსწორებათა  ინვენტარიზაციის  ჩატარების  წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა   მინისტრის   1996   წლის   1   აგვისტოს    №12-03   ბრძანებით   დამტკიცებული   დებულებისა   და „საბიუჯეტო  ორგანიზაციებში  ქონების,  მოთხოვნებისა  და ვალდებულებების  ინვენტარიზაციის  ჩატარების წესის  დამტკიცების  შესახებ”  საქართველოს  ფინანსთა  მინისტრის  2010  წლის  23 ივლისის  №605  ბრძანების შესაბამისად. მუხლი 4🔗. საინვენტარიზაციო კომისია 1. საწარმოს  საკუთრებაში  არსებული ქონების ინვენტარიზაციისა  და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერის მიზნით იქმნება საინვენტარიზაციო კომისია. 2. საინვენტარიზაციო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება საწარმოს ხელმძღვანელის შესაბამისი აქტით. 3. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს შესაბამისი საწარმოს ხელმძღვანელი. 4. კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. 5. კომისიას ჰყავს მდივანი, რომელიც ადგენს კომისიის სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია მის სისწორეზე. 6. საჭიროების შემთხვევაში კომისიის წევრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დარგის სპეციალისტები. 7. კომისია საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, კომისიის მდივანი და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. 8.  კომისია  უფლებამოსილია  განიხილოს  საკითხი,  თუ  მის  სხდომას  ესწრება  კომისიის  სრული შემადგენლობის  ნახევარზე  მეტი  მაინც.  კომისიის  მიერ  საკითხი  გადაწყვეტილად  ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი მაინც. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 9. კომისია სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობას,  ასაბუთებს  მისი  ბალანსიდან  ჩამოწერის  აუცილებლობას  და ამზადებს ქონების ჩამოწერისთვის საჭირო დოკუმენტაციას. მუხლი 5🔗. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერა 1. საწარმოს  საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი  ქონების ჩამოწერის საფუძველს წარმოადგენს   საინვენტარიზაციო   კომისიის   მიერ   წარდგენილი   ჩამოსაწერი   ქონების   ნუსხა,   ძირითადი აქტივების  ღირებულების  დადგენის  აქტი,  საჭიროებისას  ქონების  სალიკვიდაციო  აქტები  და დამოუკიდებელი აუდიტის ან/და ექსპერტის დასკვნა. 2. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისია ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, თანახმად დანართებისა, ახდენს ქონების დასურათებას. 3. საჭიროების შემთხვევაში, საინვენტარიზაციო  კომისია დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე, თანახმად დანართებისა და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას. 4.  საწარმოს  საკუთრებაში  არსებული  და მის ბალანსზე  რიცხული  ამორტიზებული  ან/და გამოუყენებელი ძირითადი  აქტივების  ჩამოწერა  ხორციელდება  ორგანიზაციის  ხელმძღვანელის  გადაწყვეტილებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით. 5. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი, ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნუსხას ითანხმებს საწარმოს ხელმძღვანელის მიმართვისა და მასზე დართული შესაბამისი მასალების (ჩამოსაწერი ობიექტების ნუსხა, საინვენტარიზაციო  კომისიის  მიერ  წარმოდგენილი  ღირებულების  დადგენის  ან/და ლიკვიდაციის  აქტები) საფუძველზე. 6. საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 1000 (ერთი ათასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი საწარმოს    ხელმძღვანელი    და   პასუხს   აგებს   ქონების   ჩამოწერასთან   დაკავშირებული   დოკუმენტაციის სისწორეზე. 7.  ჩამოწერის  შემდეგად  მიღებული  მასალები,  რომელიც  ექვემდებარება  შემოსავალში  აღებას  და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს საწარმოს  ბალანსზე. 8.  საწარმოს  საკუთრებაში  არსებული  და მის ბალანსზე  რიცხული  ამორტიზებული  ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება საწარმოს ხელმძღვანელს. მუხლი 6🔗. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია 1.  ჩამოწერილი   ქონების  (გარდა   მე-7  მუხლით   განსაზღვრული   ქონებისა)  რეალიზაცია  ხდება  მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. რეალიზებიდან მიღებული თანხა ირიცხება საწარმოს  ანგარიშზე. მუხლი 7🔗.  ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება 1. ქონების ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომელიც არ ექვემდებარება რემონტს, განკარგვას ან სხვა ორგანიზაციებისათვის გადაცემას და გამოუსდეგარია ექვემდებარება განადგურებას. 2. ქონების განადგურებას ახორციელებს საინვენტარიზაციო კომისია. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი საწარმო. 4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში. 5. ქონების განადგურების  თაობაზე  დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე პირები. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი საწარმოს მიერ. 7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია საწარმოს   ხელმძღვანელი. დანართი №4 ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული ფორმები  ფორმა 1 -1 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობები, გადამცემი მოწყობილობები) ღირებულების დადგენის აქტი  20---- წლის მდგომარეობით _______________________________________________________________________________ (ორგანიზაციის დასახელება) ძირითადი საშუალების დასახელება ექსპლუა ტაციაში შესვლის წელი ექსპლუ არაციაში ყოფნის ვადა ღირებუ ლება გადაფა საბამდე ბუღალ ტრული ცვეთა გადაფა სებამდე ფიზიკური ცვეთა გადაფა სებამდე ნარჩენი საბალანსო ღირებულება გადაფა სებამდე (გრ.5-გრ9) გადაფა სების კოეფი ციენტი (საქარ თველოს პრეზი დენტის 09.06.1997 N295 ბრძანებუ ლების საფუძ ველზე ღირებ ულება გადაფა სების შემდეგ ცვეთა გადაფასების შემდეგ საამორ ტიზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგენამდე ფაქტობრივი ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირე ბულება ბუღალ ტრული ცვეთის წლიური ნორმა საბოლოო ფაქტო ბრივი მდგომა რეობით ბუღალ ტრული მდგომა რეობით ბუღალ ტრული მონაცემებით ლარი % ლარი % ლარი ლარი ლარი ლარი % % % ლარი ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 1 2 3 4 5 კომისიის წევრები: 1. -------------------------------------------- 2. -------------------------------------------- 3. -------------------------------------------- 4. -------------------------------------------- 5. -------------------------------------------- ვამტკიცებ:  --------------------------------------   ხელმძღვანელი ბ.ა ვადასტურებ: ----------------------------------   აუდიტი ბ.ა შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ გრ.5-დან გრ. 11-ის ჩათვლით არ ივსება ფორმა 1 -2 ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების (მანქანა-დანადგარები და სხვა) ღირებულების დადგენის აქტი  20---- წლის მდგომარეობით _____________________________________________________________________ (ორგანიზაციის დასახელება) ძირითადი საშუალების დასახელება ექსპლუა ტა ციაში შესვლის წელი ექსპლუა რაციაში ყოფნის ვადა ღირებუ ლება გადაფა საბამდე ბუღალტ რული ცვეთა გადაფასე ბამდე ფიზიკური ცვეთა გადაფასე ბამდე ნარჩენი საბალანსო ღირებუ ლება გადაფა სებამდე (გრ.5-გრ9) გადაფასების კოეფიციენტი (საქართ ველოს პრეზი დენტის 09.06.1997 №295 ბრძანებუ ლების საფუძველზე ღირებულება გადაფა სების შემდეგ ცვეთა გადაფასების შემდეგ საამორტი ზაციო ანარიცხის ნორმა ძირითადი ფონდის სრულ აღდგე ნამდე ფაქტობრივი ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებუ ლება ბუღალ ტრული ცვეთის წლიური ნორმა საბოლოო ფაქტობ რივი მდგომა რეობით ბუღალ ტრული მდგომა რეობით ბუღალ ტრული მონაცე მებით ლარი % ლარი % ლარი ლარი ლარი ლარი % % % ლარი ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 1 2 3 4 5 კომისიის წევრები: 1. -------------------------------------------- 2. -------------------------------------------- 3. -------------------------------------------- 4. -------------------------------------------- 5. -------------------------------------------- ვამტკიცებ:  --------------------------------------   ხელმძღვანელი ბ.ა ვადასტურებ: ----------------------------------   აუდიტი ბ.ა შენიშვნა: თუ ძირითადი აქტივი შეძენილია, ან ნარჩენი საბალანსო ღირებულება განსაზღვრულია 1997 წლის 1 ივლისის შემდეგ გრ.5-დან გრ. 11-ის ჩათვლით არ ივსება  ფორმა 2 ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი ორგანიზაციის დასახელება -------------------------------------------------------------------------------------------------------   20 წლის ------------------------ მდგომარეობით N ძირითადი აქტივის დასახელება ექსპლუატაციაში შესვლის წელი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასებამდე ცვეთა გადაფასებამდე გადაფასების კოეფიციენტი საწყისი საბალანსო ღირებულება გადაფასების შემდეგ ცვეთა გადაფასების შემდეგ ნარჩენი საბალანსო ღირებულება შენიშვნა ლარი % ლარი ლარი ლარი ლარი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 კომისიის შემადგენლობა --------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ შექმნილი -------------------------------------------------------------------------------------------------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის საფუძველზე  დაათვალიერა ----------------------------------------------------------------------------------------------------------- (ძირითადი საშუალების დასახელება) და აღმოჩნდა, რომ იგი უნდა იქნეს ლიკვიდირებული (ან დაშლილი) შემდეგი მიზეზის გამო: 1. დამზადების ან აშენების წელი -------------------------------- 2. ორგანიზაციაში მიღების წელი ------------------------------------------- 3. ექსპლუატაციაში შესვლის წელი ---------------------------------- 4. ნარჩენი საბალანსო ღირებულება (ლარი) --------------------------------- 5. ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ კომისიის დასკვნა ----------------------------------------------------------------------------------------------- კომისიის წევრთა ხელმოწერები: 1. --------------------------------------- ვამტკიცებ                                                       2. ----------------------------------------                                                       3. ---------------------------------------- (ხელმძღვანელი)  ფორმა 2 -ის გაგრძელება ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა N დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი თანხა (ლარი) დოკუმენტაციის დასახელება ფასულობათა სახეები რაოდენობა თანხა (ლარი) 1 2 3 4 5 6 7 8 ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა ----------------------- (-----------------------------------------------------------------------------------------------) ლარი. ლიკვიდაციის შედეგი --------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მთავარი ბუღალტერი ------------------------------------------------ „--------“ --------------------------20 წელი ხელმძღვანელი -------------------------------------------------  ბ.ა .